workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონა“ ბოატენგით დაინტერესდა

„ბარსელონა“ ბოატენგით დაინტერესდა

“ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველი ჟერომ ბოატენგი “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში იმყოფება, იტყობინება ესპანური გამოცემა Marca.

წყაროს ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბი, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ უკვე შეიძინა ფრანგი მცველი ჟერემი მატიე “ვალენსიადან”, აპირებს დაცვის ხაზის გაძლიერების გაგრძელებას და ყურადღებას ამახვილებს 25 წლის ფეხბურთელზე, რომლის სატრანსფერო ღირებულებას, მიუნხენურ კლუბში, 39 მილიონ ევროდ აფასებენ.

შეგახსენებთ, რომ ბოატენგი, რომელიც “ბავარიაში” 2011 წლიდან გამოდის, გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward