workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემპიონთა ლიგის მოგებიდან კონსულტანტობამდე — ჟერემი მატიე მაღაზიაში მუშაობს

ჩემპიონთა ლიგის მოგებიდან კონსულტანტობამდე — ჟერემი მატიე მაღაზიაში მუშაობს

2014/15 წლების სეზონში, ჟერემი მატიე ვალენსიადან ბარსელონას შემოუერთდა და გუნდთან ერთად ტრებლი იზეიმა.

10 წლის შემდეგ, 41 წლის მატიე სპორტთან კვლავ კავშირშია, მაგრამ უჩვეულო ფორმით — L’Equipe-ის ინფორმაციით, ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად მარსელში, მაღაზია “ინტერსპორტში” კონსულტანტად მუშაობს. ის ფეხბურთის სექციაშია დასაქმებული.

მომხმარებლებმა ჟერემი იცნეს, რის შემდეგაც მისი ფოტო ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა.

მატიე ბარსაში 2014-2017 წლებში თამაშობდა. მის ანგარიშზე 91 მატჩი, 4 გოლი (მათ შორის, რეალ მადრიდის კარშიც) და 3 ასისტია. ფრანგმა ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ჯამში 9 ტიტული მოიგო.

“ბლაუგრანას” გარდა, მატიე სოშოში, ტულუზაში, ვალენსიასა და სპორტინგში ასპარეზობდა. მას საფრანგეთის ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 09 აპრ 2025, 17:17
    #10

    ციტატა: mesi_10
    რას არ გაიგებს კაცი.. მაღაზიის კონსულტანტობიდან დიდ ფეხბურთში წასული გამიგია მარა პრიქითაც თუ შეიძლებოდა არ მეგონა საღოლ მატიეს ნეტა რამდენი აქ ხელფასი და როგორი გრაფიკი აქ..😂😂😂


    ძალიან უჭირს თურმე და 2 სმენაში მუშაობს, ცოტა პურის ფული რო იშოვოს. თითო მაისურის გაყიდვიდან 2 ევრო რჩება და ძალიან გაჭირვებით გააქვს თავი აპაა. scream

  • mesi_10
    schedule 08 აპრ 2025, 20:32
    #9

    რას არ გაიგებს კაცი.. მაღაზიის კონსულტანტობიდან დიდ ფეხბურთში წასული გამიგია მარა პრიქითაც თუ შეიძლებოდა არ მეგონა საღოლ მატიეს ნეტა რამდენი აქ ხელფასი და როგორი გრაფიკი აქ..😂😂😂

  • Rick Sanchez
    schedule 08 აპრ 2025, 00:19
    #8

    ლილოში მიშაობს როგორც ვიცი, ტყუილია ეს ნიუსი.

  • gafbabb
    schedule 07 აპრ 2025, 23:36
    #7

    რეალს და სელტას რომ ტენა იმენა ლა ლიგა მოგვაგებინა იუვესთან კი გამოჩნდა რომ ლენგლეს მამაა რა გოლები გვაყლაპინა
    საერთდ ტერ შტერიც პიკეც ალბაც მასკეც უნდა გაგვეყიდა 2016 წლის მერე

  • GRIEZMAN✓™
    schedule 07 აპრ 2025, 22:13
    #6

    ციტატა: La Pulga10
    ვაა ფული გაუთავდა დავიჯერო?


    რა მაგრად მევასებოდა მატიე რაა, გაუთავდა არა ის, თავისი კომპანია და მაღაზიაა. ტიპს იმდენი ფული აქ არ იცის სად წაიღოს

  • Lasha Tchelidze
    schedule 07 აპრ 2025, 21:24
    #5

    მისი მაღაზიაა და კაიფობს ძმა❤️ფეხბურთელობამდეც არ უჭირდა ამ კაცს,მილიონრების ოჯახიდანაა და ცოტა მეტი ჩაძიება მართებს ავტორს,ყვითელ პრესად ნუ გადააქცევთ საიტს))))
    კონსულტანტი არა მერჩენდაიზერი😀🤌🏼

  • Nikabedinadze
    schedule 07 აპრ 2025, 19:38
    #4

    როგორც სხვაგან წავიკითხე მისი კომპანია ყოფილა

  • Nikolay
    schedule 07 აპრ 2025, 18:15
    #3

    Პირველი სეზონის მატიოს არა უშავდა და მერე ლენგლეს დიდი წინაპარი გახდა

  • La Pulga10
    schedule 07 აპრ 2025, 18:00
    #2

    ვაა ფული გაუთავდა დავიჯერო?

  • Albicelecte
    schedule 07 აპრ 2025, 17:43
    #1

    ჰერცოგი მალბორო I, ამ ტიტული მფლობელი;
    მე-II ვოიცეხ შესნია smile smiley
    მახსოვს, ჟეღემი მოწიეს ვეძახდით smiley