“ბარსელონამ” გუშინ, დილას, ბირმინგემისკენ აიღო გეზი, სადაც 6 დღეს გაატარებს. პირველი გუნდის 18 და “ბარსა ბ”-ს 8 ფეხბურთელი ბირმინგემის აეროპორტში ადგილიბრივი დროით დაახლოებით შუადღისას ჩავიდა.
პედრო და კლაუდიო ბრავო
მგზავრობის მთავარი ნაწილი კლაუდიო ბრავო იყო. ჩილელი მეკარე, რომელიც “ბარსელონაში” ამ ზაფხულს, “რეალ სისიედადიდან” გადავიდა, შვებულებიდან დაბრუნდა და ახალ თანაგუნდელებს შეუერთდა.
ორშაბათი, 28 ივლისი, ასევე, განსაკუთრებული დღე იყო პედრო როდრიგესისთვის, რომელმაც თავისი 27-ე დაბადების დღე აღნიშნა.
საღამოს ვარჯიში
გუშინ, “ბარსელონამ” ბრიტანულ მიწაზე, პირველი სავარჯიშო სესია გამართა 20:00 საათზე. სამშაბათიდან პარასკევამდე, გუნდი დღეში 2-ჯერ ივარჯიშებს (დილას და საღამოს). შაბათს, გუნდი ნიცაში გაემგზავრება, სადაც ამხანაგურ მატჩს გამართავს.