მატიემ “ბარსასთან” კონტრაქტი გააფორმა და 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

მატიემ “ბარსასთან” კონტრაქტი გააფორმა და 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

ჟერემი მატიე ოფიციალურად “ბარსელონას” ახალი ფეხბურთელია. ხუთშაბათს, “სიუტატ ესპორტივოზე”, სამედიცინო შემოწმებისა და ფიზიკური გამოცდების გავლის შემდეგ, ფრანგი “კამპ ნოუსკენ” გაემართა და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მატიეს სატრანსფერო თანხამ 20 მილიონი ევრო შეადგინა. კონტრაქტის თანახმად, მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევრო იქნება. “ვალენსიასთან” შეთანხმება, ტრანსფერის თაობაზე, მიღწეულ იქნა ოთხშაბათს.

პრეზიდენტი ჟოსეპ მარია ბართომეუ და ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი მესტრე “კამპ ნოუზე”, კონტრაქტის გაფორმების ცერემონიას ესწრებოდნენ. მატიე “ბარსელონაში” 24-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომელიც აქამდე სერხი რობერტოს ეკუთვნოდა.

მატიე “კამპ ნოუზე”

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია