”ბარსელონა” – ”არსენალი” 2:1
(ეტოო 76, ბელეტი 81, კემბელი 37)
”სტად დე ფრენსი” პარიზი
გაითვალისწინეთ მათი ზომა და დიდება. ”ბარსელონა” თავიდანვე ლიგის გამარჯვების პრეტენდენტებში იყო ჩაწერელი. ფრენკ რაიკაარდის გუნდმა ”სტად დე ფრენსამდე” და 17 მაისამდე დიდი გზა გაიარა, როდესაც მათ დაამარცხეს ”არსენალი” 2:1 და დაეუფლნენ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ჯილდოს მეორედ. აქამდე ”ბარსას” ერთადერთი წარმატება 1992 წელს იოჰან კრუიფის გუნდმა მოუტანა. ასევე გუნდი ფინალში სამჯერ გავიდა და ვერცერთჯერ იზეიბა წარმატება, ეს იყო 961, 1986 და 1994. წლები. რაიკაარდმა, როგორც მოთამაშებ ევროპის თასი 3 ჯერ მოიპოვა. ”ბარსელონას” ჰყავდა მწვღთნელი, რომელმაც იცოდა გამარჯვება და ასევე ჰყავდათ რონალდინიო, ვარსკვლავი, რომელმაც ”ბარსას” ფანებს ბევრი სიხარული მოუტანა.
მომაჯადოვებელი შემტევი ტრიო: რონალდინიო, არგენტინელი ლიონელ მესი და ”შავი პანტერა” სამუელ ეტო’ო. ამ ტრიომ და გუნდმა ბწყინვალედ დაიწყეს. ჯგუფში ”პანათენაიკოსი”, ”უდინეზე” და ”ვერდერი” ჩამოიტოვეს.
აიღეს 16 ქულა, გაიტანეს 16 გოლი და გაუშვეს მხოლოდ 2. მათი პირველი დაბრკოლება პლეიოფში ლონდონის ”ჩელსი” გახლდათ. ”ბარსამ” ლონდონში 2–1 იამრჯვა ”კამპ ნოუზე” ფრემ კი საუკეთესო 8 გუნდში გააღწევინა.
კატალონიელები ლისაბონის ”ბენფიკას” გადაეყარნენ. გასვლაზე 0–0 ის შემდეგ რონალდიონიოს ბრწყინვალე თამაშით ”ბარსამ” სახლში 2–0 იმარჯვა და ნახევარფინალში გააღწია. აქ კი მათ 2003 წლის გამარჯვებული და 2005 წლის ფინალისტი, ”მძვინვარე” ”მილანი” ელოდათ. ”სან სიროზე” რონალდიონიმ ჟიულის უპასა მან კი აუღებლად დაურტყა დიდას, 1–0, ეს ანგარიში სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ფინალისთვის.
თითქოს ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ ”ბარსელონას” პარიზში ”არსენალი” შეუერთდებოდა. გუნდმა ზაფხულში პატრიკ ვიეირა გაყიდა, ასევე ”არსენალი” გამოცდილმა მოთამაშეებმა დატოვეს. არსენ ვენგერი მთლიანად ახალგაზრდა მოთამაშეებზე იყო დაყრდნობილი. ისეთებზე, როგორებიც იყვნენ: ცესკ ფაბრეგასი, ფილიპ სენდეროსი, ემანუელ ებუე, მეტიუ ფლამინი. მათ უშიშრად დაძლიეს რთული ეტაპები და ევროპა შტურმით აიღეს. ადვილად დაძლეული ჯგუფური ეტაპის შემდეგ, 1/8 ფინალში ”მეთოფეები” მადრიდის ”რეალს” გადაეყარნენ. ტიერტი ანრის გოლის შემდეგ, რომელმაც მთელი ვარსკვლავური ”რეალი” ჩამოიტოვა, გუნდი 1/4 ფინალში გავიდა, ”იუვენტუსთან” ადვილი გამარჯვების შემდეგ, ნახევარფინალში ”ვილიარეალს” შეხვდნენ, ლეგენდარულ ”ჰაიბერიზე” მინიმალური სხვაობით გამარჯვების შემდეგ, ”ელ მადრიგალზე” ბოლო წუთზე პენალტი დაინიშნა, ბურთთან რომან რიკელმე მივიდა, მისი დარტყმა ლემანმა მოიგერია, ”არსენალი” ფინალში გავიდა და ასევე განაგრძო თავისი რეკორდი, უკვე 995 წუთი მათ გოლი გაშვებული არ ჰქონდათ. ლემანის პირადი რეკორდი კი უკვე 763 წუთს შეადგენდა.
დადგა ფინალის დღეც. მე–18 წუთზე საჯარიმოსთან ძალიან ახლოს მყოფი ეტო’ო ზემოთხსენებულმა ლემანმა წააქცია და გახდა პირველი ფეხბურთელი, თანაც მეკარე, რომელიც ლიგის ფინალიდან გააძევეს. ამის შემდეგ, ტაიმის მიწურულს ”არსენალი” დაწინაურდა, გოლი სოლ კემბელმა გაიტანა. მეორე ტაიმიც ლონდონელემდა კარგად დაიწყეს და ”ბარსას” გოლის გატანას პირი არ უჩანდა, თუმცა კატალონიელთა მხსნელი ვეტერანი ჰენრიკ ლარსონი გამოდგა, რომელმაც საგოლედ ჯერ ეტო’ოს შემდეგ კი შეცვალზე შემოსულ ჟულიანო ბელეტის უპასა. ”ბარსელონამ” მოიგო, დაეუფლა თავის მეორე ტიტულს და ის წელი საბოლოოდ დატოვეს მისი ყველა გულშემატკივრის გულში…