workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასიპის პრესკონფერენცია

მასიპის პრესკონფერენცია

ჟორდი მასიპმა პირველი პრესკონფერენცია გამართა “ბარსელონას” პირველი გუნდის ფეხბურთელის როლში. გოლკიპერმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

“მოუთმენლად დაველოდები სათამაშო დროის მიღების შესაძლებლობებს და გუნდის დახმარებას ტიტულების მოპოვებაში. ჩვენ გვსურს კარგი ფეხბურთის დემონსტრირება.”

“მარკს ბევრის სწავლა სურს. ის შესანიშნავი მეკარეა, კარგად თამაშობს ფეხებით. ის ვითარდება როგორც მეკარე, არის ახალგაზრდა და აქვს დიდი პოტენციალი. ჩვენ (მასიპი, ტერ შტეგენი, ბრავო) ყველაფერს გავაკეთებთ, კონკურენცია ჩვენს შორის კი გუნდისთვის სასარგებლო იქნება.”

“ლუის ენრიკე მე მიცნობს, ტერ შტეგენსა და ბრავოს ჯერ არა. მე მომეწონა მისი სიტყვეი, ეს მოტივირებულს მხდის და მეხმარება მუშაობაში. ლუის ენრიკე ყოველთვის ენდობოდა ახალგაზრდა ფეხბურთელებს.”

“თუ მას მოედანზე ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყვანა დაჭირდა, ის ამას გააკეთებს და ახალგაზრდებისთვის ეს დამატებითი მოტივაციაა.”

“ყველამ უნდა ვიმუშავოთ 100%-ით ყოველ ვარჯიშზე. თუ წვიმიანი ან მზიანი დღეა, საჭიროა თავდაუზოგავად მუშაობა. განსხვავება ლუის ენრიკეს პირველ გუნდსა და “ბარსა ბ”-ში მუშაობის შორის არაა. ინტენსივობა, ხასიათი და სურვილი იგივეა. ის საუბრობს ფეხბურთელებთან და გვეხმარება ჩვენ.”

“ვალდესი “ბარსას” ისტორიაში საუკეთესო მეკარეა. ის ჩემი კუმირია.”

“იმედი მაქვს, ლუის სუარესი რაც შეიძლება მალე შეძლებს გუნდთან შეერთებას და გულშემატკივრების გახარებას.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward