სუარესი და მესი – პრეტენდენტები ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე

სუარესი და მესი – პრეტენდენტები ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე

UEFA-მ გამოაქვეყნა ტოპ-10 ფეხბურთელის სია, რომლებიც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ. მათ შორის არიან ლეო მესი და ლუის სუარესი. “ბარსელონას” ფეხბურთელები, მთელი ევროპის მასშტაბით, ჟურნალისტებმა შეარჩიეს. 10 პრეტენდენტი ხმის მიცემის კიდევ ერთ რაუნდს გაივლის და 14 აგვისტოს, ცნობილი გახდება 3 ფეხბურთელისგან შემდგარი მოკლე სია.

3 ფინალისტი “ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის” ჯილდოს კანდიდატი გახდება, რომელიც გაიცემა 28 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ცერემონიის დროს, მონაკოში. 2011 წელს, აღნიშნული ჯილდო “ბარსელონას” ვარსკლავმა, ლეო მესიმ მოიგო, მომდევნო წელს კი ანდრეს ინიესტამ. გასულ სეზონში, ეს ჯილდო რიბერიმ მიიღო, მესიმ მეორე ადგილი დაიკავა.

ლეო მესისა და ლუის სუარესის გასული წლის სტატისტიკა შთამბეჭდავია. არგენტინელმა, საერთო ჯამში, 41 გოლი გაიტანა, მიუხედავად მთელი რიგი ტრავმებისა. “ბარსას” ახალმა “ცხრიანმა”, კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად, “ოქროს ბუცი” მოიგო, პრემიერ-ლიგაში გატანილი 31 გოლის წყალობით.

გარდა მესისა და სუარესისა, რომელიბც ტოპ-10 ფეხბურთელში მოხვდნენ, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა, ნეიმარმა, ხავიერ მასკერანომ და ივან რაკიტიჩმა, ასევე მიიღეს ხმები ჟიურისგან. ჯილდოს გამარჯვებული 28 აგვისტოს, მონაკოში გამოცხადდება.

ტოპ-10 ფეხბურთელი

  • დიეგო კოსტა (“ჩელსი”)
  • ანხელ დი მარია (“რეალი”)
  • ფილიპ ლამი (“ბაიერნი”)
  • ლეო მესი (“ბარსელონა”)
  • თომას მიულერი (“ბაიერნი”)
  • მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”)
  • არიენ რობენი (“ბაიერნი”)
  • ხამეს როდირგესი (“მონაკო”)
  • კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”)
  • ლუის სუარესი (“ბარსელონა”)

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი