workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„გეგმა B“ – ჰუმელსი და ბლინდი

„გეგმა B“ – ჰუმელსი და ბლინდი

ოთხშაბათს, ანდონი სუბისარეტამ აღიარა, რომ “ბარსელონას” აქვს “გეგმა B”, თუ ამ ზაფხულს, კლუბმა სასურველი მცველების შეძენა ვერ მოახერხა.

მას სახელები არ გაუმჟღავნებია, მაგრამ როგორც ჩანს, “გეგმა A”-ში შედიან ჟერემი მატიე (“ვალენსია”) და მარიკინიოსი (პსჟ).

მაგრამ ვინ არის “გეგმა B”?

Efectivament-ის ჟურნალისტის, ჩავი ლემუსის თქმით, “გეგმა B” მოიცავს დორტმუნდის “ბორუსიას” მცველს, მსოფლიოს ჩემპიონს, მატს ჰუმელსსა და “აიაქსის” ფეხბურთელს, დეილ ბლინდს.

აქამდე, ჰუმელსის სახელს უკვე უკავშირებდნენ კატალონიურ კლუბს, მაგრამ ბლინდი პირველად მოისაზრება “ბლაუგრანას” შესაძლო შენაძენტა სიაში. მან ჰოლანდიასთან ერთად ფანტასტიკური მუნდიალი ჩაატარა, რამაც უდიდესი წვლილი ითამაშა “ბარსელონას” მისდამი დაინტერესებაში. 24 წლის მცველი სრულად შეესაბამება კატალონიურ კლუბს – მას შეუძლია თამაში როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანგზე.

რაც შეეხება 25 წლის ჰუმელსს, მას ასევე აქტიურად უკავშირებენ “მანჩესტერ იუნაიტედს”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward