“ბარსელონას” თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი, სავარაუდოდ, კარიერას ინგლისში გააგრძელებს. უახლოეს დღეებში, ფეხბურთელი “სტოკ სიტისთან” კონტრაქტს გააფორმებს, იტყობინება კლუბის პრეზიდენტი პიტერ კოუთსი.
კრკიჩის დებიუტი “ბარსელონაში” 2007 წელს, 17 წლის ასაკში შედგა. მან პირველ სეზონში, 48 მატჩში, 12 გოლი გაიტანა. თუმცა, შემდეგ ის ვეღარ ხვდებოდა გუნდის შემადგენლობაში და 2011 წელს, “რომაში” არენდით გადავიდა. ბოლო ორი სეზონი ბოიანმა “მილანსა” და “აიაქსში” არენდით ჩაატარა.
გასული სეზონი “სტოკ სიტიმ”, პრემიერ-ლიგაში, მე-9 ადგილზე დაასრულა.