ლეო მესის, ხავიერ მასკერანოსა და ნეიმარს აქვთ შანსი გახდნენ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები. “ბარსელონას” ფეხბურთელებთან ერთად ამ ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ: მატს ჰუმელსი, ტონი კროოსი, ტომას მიულერი, ფილიპ ლამი (გერმანიის ნაკრები), ანხელ დი მარია(არგენტინის ნაკრები), არიენ რობენი (ჰოლანდია), ხამეს როდრიგესი (კოლუმბია).
მესი და მასკერნო ჩემოინატის ფინალში, 13 ივლისს, გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება ნეიმარს, როგორც მოგეხსენებათ, ის ტრავმის გამო გამოტოვებს 12 ივლისს გასამართ შეხვედრას.
აღნიშნული პრიზი უკანასკნელად ურუგვაელ ფეხბურთელ დიეგო ფორლანს 2010 წელს გადაეცა.