“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ცენტრალური მცველი რიო ფერდინანდი მიიჩნევს, რომ “ლუვერპულმა” ლუის სუარესი “ბარსელონაში” უნდა გაუშვას.
“ლივერპულის” ხელმძღვანელობის ადგილზე სუარესი ტრანსფერზე უკვე დაყენებული მეყოლებოდა. საკმაოდ დიდია იმის რისკი, რომ ის რამეს მომავალშიც ჩაიდენს.
ლუისის შენარჩუნება “ლივერპულს”, შესაძლოა, ათეულობით მილიონი ფუნტი დაუჯდეს. შესაძლოა, ამ თანხამ 70 მილიონი ან მეტი შეადგინოს. რატომ? თუ ის რომელიმე ესპანურ გრანდში გადავა, “ლივერპულს” ამ თანხის ამოღება შეეძლება. თუ დარჩება და კიდევ რამეს ჩაიდენს, შესაძლოა, ის ფეხბურთიდან რამდენიმე წლით მოკვეთონ.
“ლივერპულს” შეუძლია სუარესი ალექსის სანჩესში გაცვალოს.” – აცხადებს ფერდინანდი.