workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ათლეტური გამარჯვება

ათლეტური გამარჯვება

“ბარსელონამ” დაამარცხა რა, სტუმრად “ატლეტიკი” მოახერხა, რომ მეორე ადგილი დაეკავებინა ესპანეთის პრიმერადივიზიონში, ამრიგად მადიდი ქვეშ  მოექცა. 🙂

როგორც წესი ბასკებსა და კატალონიელთა შორის დაპირისპირება ესპანეთის ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩად ითვლება, ამრიგად იგი ლამის “ბარსელონა”-“რეალის” დაპირისპირებას უტოლდება. ამ მატჩის სტატუსზე გავლენას ვერც დრო, ადგილი და ვერც სატურნირო მდგომარეობა ახდენს.

პირველსავე წუთიდან კატალონიელებმა ხელში ჩაიგდეს ბურთი და ცდილობდნენ შეხვედრის კონტროლირებას, ირაისოსის კარებთან სახიფათო მომენტი მომენტზე იქნებოდა. მეკარე პირველად სეიდუ კეიტამ გამოცადა, ამ უკანასკნელმა გორკა 15 მეტრიდან გამოცადა, ხოლო მოგვიანებით ვილიას ჯერი დადგა, მაგრამ ბასკის მხარეს ძელი აღმოჩნდა.

ბასკები ცდილობდნენ, რომ თამაში დაელაგებინათ, რათა მდგომარეობა გამოესწორებინათ, მაგრამ მათ გეგმებში მსაჯი ჩაერია, მატეო ლაოსი. სიმართლე გითხრათ ეს პიროვნება გვარად პალესტინა ან ვიეტნამი უნდა იყოს და არა ლაოსი. მან მოედნიდან ბასკთაგან ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ამორებიეტა გააძევა იმის გამო, რომ იგი მოედნის ცენტრში ინიესტაზე დაჯარიმდა. ჯარიმა მართლაც, რომ იყო მაგრამ არბირტრთა 99% მსგავს ეპიზოდებში მხოლოდ ყვითელი ბარათით შემოიფარგლება ხოლმე.

“ატლეტიკმა” თავი გაიტანა პირველი ტაიმის დასრულებამდე, მაგრამ მეორე ტაიმში წვიმისაგან დასველებულმა ინიესტამ უპასა ვილიას, ფორვარდმა კი ერთი ფეხის მოძრაობით სეიდუ კეიტა დასარტყამ პოზიციაზე გაიყვანა. მსგავსი კომბინაციის გაცუდების მორალური უფლება აფრიკელს ნამდვილად არ ქონდა და შესაბამისად 0:1

ამის შემდეგ ბასკთა პრესპექტივები, რომ ისინი შეძლებდნენ თამაშის გათანაბრებას უფრო მინიმალური ჩანდა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ბილბაო ათი კაცით იყო დარჩენილი და “ბარსელონელთა” შემართება. კატალონიელები ყველაფერს აკეთებდნენ გამარჯვების მოსაპოვებლად, ნებისმიერი დისტანციიდან ცდილობდნენ გორკა ირასიოსის კარის აღებას, მაგრამ მეკარე ბრწვინვალედ ირჯებოდა. მაგრამ 74 წუთზე ვერც მეკარემ და ვერც ძელმა ვერ იხსნა ბასკები გაშვებული გოლისაგან, რომელიც ჩავიერ ერნანდესის ანგარიშზე ჩაიწერა, შორეული და ძლიერი დარტყმის შემდეგ. 0:2

თამაშის მიწურულს ძალთათანაფარდობა აღსდგა, ლაოსმა ისევ ამოიღო ჯიბიდან წითელი ბარათი, რომელიც ვგონებ სამართლიანად უჩვენა დავიდ ვილიას. ამ მოვლენით გაქეზებულმა “ბილბაომ” მეტოქის ნახევარზე გადასვლაც მოახერხა, რის გამოც გულშემატკივრებმა ოვაციებით დააჯილდოვეს. აიტორ ოსიომ ჩააწოდა საჯარიმოში სადაც ყველაზე მაღლა ხავი მარტინესი ახტა და ვალდესის კარის მიმართულებითაც გაისროლა, მაგრამ ვიქტორმა მოახერხა ამ არც თუ ადვილი ბურთის მოგერიება. გამოვარდნილი ბურთი უკან, პატარა საჯარიმოში დე მარკოსმა დააბრუნა, სადაც თავისი ცაცია გაბილონდომ დაახვედრა და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა. 1:2

მოვლენათა ასეთმა განვითარებამ ბასკები გააგულიანა და ყველა შეტევაში ჩაერთო, მაგრამ… გაეპარათ კონტრშეტევა. მოედნის ცენრტში კეიტამ ბურთი მოიპოვა, მაშინვე ფლანგზე გადაამისამართა სადაც პედრო როდრიგესი იყო, ამ უკანასკნელმა რამდენიმე მეტრი გაირბინა და საჯარიმოში ბუსკეტსი შეამჩნიე, პასმაც არ დაახანა და არ დაახანა არც ბუსკეტსმა. მან ბურთი ისე დაამუშავა თითქოს ვეტერანი ყოფილიყო, რომელსაც მეტოქეთა კარის დალაშქვრა წლების განმავლობაში აკისრია. 1:3

ბასკებმა ისე დატოვეს მოედანი, თითქოს ჩემპიონთა ლიგის ფინალი წაეგოთ. კატალონიელებმა კი გადაუსწრეს “რეალ მადრიდს”, რომელმაც “ლევანტესთან” ქულის მოპოვება შეძლო. ჩვენ კი დავივიწყოთ მსაჯი, მატეო ლაოსი, როგორც ინდოჩინური სიზმარი წვიმის სეზონში…

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward