workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ლივერპული“ სუარესს 80 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ გაუშვებს

„ლივერპული“ სუარესს 80 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ გაუშვებს

 “ლივერპულის” ხელმძღვანელობამ, გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ბრენდან როჯერსთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი “ბარსელონაში” 80 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ გაუშვას, იტყობინება Independent.

 მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” მერსისაიდელებს 60 მილიონ ფუნტსა და ჩილელ თავდამსხმელს, ალექსის სანჩესს შესთავაზებს.

 ამავდროულად, “წითლების” აღმასრულებელმა დირექტორმა, იან ეირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლუბი, ჯერჯერობით, არ აპირებს რაიმეს განხორციელებას, სანამ სუარესის დისკალიფიკაციის საკითხი სრულად არ გაირკვევა.

 შეგახსენებთ, რომ “ფიფამ” სუარესი ნაკრებში 9 მატჩიანი დისკალიფიკაციით დასაჯა. ამასთანავე, მას აეკრძალა 4-თვიანი რაიმე სახის კონტაქტი ფეხბურთთან, იტალიასა და ურუგაის შორის მატჩში, ჯორჯო კიელინის მხარზე კბენის გამო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward