ხუთშაბათს, დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი და გაირკვა, რომ 1/8 ფინალში თამაშის შანსი “ლურჯ-ბროწეულისფერების” ექვსმა წარმომადგენელმა მოიპოვა. “ბარსელონას” წარმოადგენს არგენტინის, ბრაზილიისა და ჩილეს ეროვნულ ნაკრებებში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელი.
ნეიმარი: თავისი ნაკრების შეტევის ნამდვილი ლიდერი. მან მოედანზე 249 წუთი გაატარა, გაიტანა 4 გოლი 3 მატჩში. მისმა გუნდმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მოიგო ხორვატიისა (1:3) და კამერუნის (4:1) წინააღმდეგ, მექსიკასთან (0:0) კი ფრე ითამაშა. გარდა ამისა, ნეიმარმა მიიღო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი 2-ჯერ, მისი გუნდის 2 მატჩში გამარჯვების დროს. თითოეულ მათგანში მან დუბლი შეასრულა. ნეიმარი, ახლა, მე-6 ადგილზე იმყოფება ბრაზილიის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა სიაში.
დანი ალვესი: ლუის ფელიპე სკოლარი “ლურჯ-ბროწეულისფერების” მარჯვენა მცველს სრულად ენდობა. მან მოედანზე 270 წუთი გაატარა და 11-ჯერ მოიპოვა ბურთი. ალვესი, ნეიმართან ერთად, 1/8 ფინალში ალექსისისა და ბრავოს ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს (შაბათი, 28 ივნისი, 20:00).
ალექსის სანჩესი: “ბარსას” თავდამსხმელი ხორხე სამპაოლის გუნდში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მან მოედანზე 270 წუთი გაატარა და გაიტანა 1 გოლი (ავსტრალიის წინააღმდეგ). სანჩესი უდავოდ, კარგ ფორმაში იმყოფება.
კლაუდიო ბრავო: ჩილელი მეკარე “ბარსელონას” ფეხბურთელი ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ გახდა. ბრავომ ჩილელების კარი ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში დაიცვა, რომელბშიც 3 გოლი გაუშვა: 1 ავსტრალიის და 2 ჰოლანდიის წინააღმდეგ. ტურნირის მსვლელობისას ბრავო ბევრჯერ ჩაერთო თამაშში (მოიგერია შეტევის 80%). კლაუდიო მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეკარეა. ახლა, მის წინაშე ახალი გამოწვევაა: გოლკიპერი ახალ თანაგუნდელებსა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების სხვა ბრწყინვალე ფეხბურთელებს დაუპირისპირდება.
ლეო მესი: “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების მე-10 ნომერი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მან გაიტანა სამივე მატჩში, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო. მისი გოლები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ალეხანდრო საბელიას გუნდისთვის. მესიმ პირველი გოლი ბოსნიის წინააღმდეგ გაიტანა, საჯარიმოს გარედან ეფექტური დარტყმით. მეორე – ირანის წინაარმდეგ, რომელიც ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა. დანარჩენი ორი გოლი მან ოთხშაბათს, ნიგერიელების წინააღმდეგ გაიტანა (პირველი საჯარიმოში ძლიერი დარტყმით, მეორე კი ოსტატურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით). მის ანგარიშზე, ნეიმარის მსგავსად 4 გოლია. ბოლო მატჩში, განსხვავებით პირველი ორისა, საბელიამ თავისი ლიდერის დასვენება გადაწყვიტა და მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე შეცვალა. იმის მტკიცებულება, რომ ის შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, მესი ყველა, სამივე მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ხავიერ მასკერანო: ეროვნულ ნაკრებში მასკერანო ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. მან მოედანზე 270 წუთი გაატარა და ამიტომ, შეიძლება საბელიას სათამაშო სქემის შეუცვლელ ფიგურად ჩაითვალოს. ჯგუფური ეტაპის მატჩებში, მასკერანომ ბურთი 23-ჯერ მოიპოვა, ამასთან ერთად, მას ჰქონდა 89.4% პასების სიზუსტე. არგენტინამ F ჯუფი პირველ ადგილზე დაასრულა და 1/8 ფინალში შვეიცარიის წინააღმდეგ ითამაშებს (სამშაბათ, 1 ივლისი, 20:00).