workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” საკალათბურთო გუნდი ესპანეთის ჩემპიონია

“ბარსელონას” საკალათბურთო გუნდი ესპანეთის ჩემპიონია

“ბარსელონას” საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთის ჩემპიონატი ისტორიაში მეთვრამეტედ მოიგო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კატალონიელებმა მადრიდის “რეალი” ფინალურ სერიაში ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

ხავიერ პასკუალის გუნდმა, 19 ივნისს, “რეალი” მადრიდში ანგარიშით 98:93 დაამარცხა. ესპანეთის დედაქალაქში გამართული მე-2 თამაში მასპინძლებმა 87:78 მოიგეს. 24 ივნისს, ბარსელონაში, კატალონიელებმა მეტოქეს 94:79 სძლიეს, ხოლო დღეს, მათ 83:81 იმარჯვეს და საერთო ჯამში 3:1 მოიგეს.

ბოლო თამაშის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ანტე ტომიჩი იყო, რომლის ანგარიშზე 22 ქულა და 9 მოხსნაა. ფინალური სერიის საუკეთესო კალათბურთელად კი 34 წლის ხუან კარლოს ნავარო დასახელდა, რომელმაც ჩემპიონობა მერვედ იზეიმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward