ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 13 ივნისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 13 ივნისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 13 ივნისს მოხდა.

თამაშები

13 ივნისს “ბარსელონას” 7-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 5 მატჩი მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1943 წელი

ესპანეთის თასის 1/2 ფინალის პირველი მატჩი “ბარსელონას” “რეალ მადრიდთან” 3-0 ჰქონდა მოგებული, მაგრამ ზუსტად ერთ კვირაში 1-11 წააგო.

ამ თამაშთან დაკავშირებით არაერთი სკანდალური ინფორმაცია არსებობს. არაერთი ცნობით თამაშის წინ “ბარსელონას” გასახდელში ფაშისტი დიქტატორი ფრანკოს პოლიციელები შევიდნენ და “ბლაუგრანას” ფეხბურთელებს დაემუქრნენ, რომ თავად მოთამაშეებსა და მათ ოჯახებს პრობლემები შეექმნებოდათ. პირველი ტაიმის შემდეგ “რეალ მადრიდი” უკვე 8-0 იგებდა. “ბარსელონას” ფეხბურთელები თამაშის გაგრძელებაზე უარს აცხადებდნენ, მაგრამ სამხედრო პირებისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ თუ მოედნის ცოცხლად დატოვება სურდათ, თამაში უნდა გაეგრძელებინათ.

ამ თამაშიდან მალევე ფრანკოს მეგობარმა და “ბარსელონას” პრეზიდენტად მის მიერ დანიშნულმა ერნიკე პინეირომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში საჩივარი შეიტანა, თავად კი თანამდებობა დატოვა.

1954 წელი

ესპანეთის თასის 1/2 ფინალის განმეორებით შეხვედრაში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 3-1 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მასპინძელთაგან გოლები სესარმა (2) და ბიოსკამ გაიტანეს.

1980 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ლეგენდარული კალათბურთელი ხუან კარლოს ნავარო. ის “ბლაუგრანაში” 1997-2007 და 2008-2018 წლებში თამაშობდა.

1992 წელი

კლუბის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგების შემდეგ “ბარსელონას” არაერთმა წარმომადგენელმა მთა მონსერატისკენ ველორბოლა მოაწყო. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ რბოლაში მონაწილეობა ათასობით ველოსიპედისტმა მიიღო. მათ ავტომობილებითა და მოტოციკლებით აცილებდნენ. რბოლა გვარდიოლამ მოიგო, მაგრამ მას დისკვალიფიკაცია მისცეს და პრიზი მიგელ ანხელ ნადალს გადასცეს. ხოლო “მებრძოლი სულის” ჯილდო, რა თქმა უნდა, ხრისტო სტოიჩკოვმა მიიღო.

1995 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ქალთა გუნდის ფეხბურთელი მაპი ლეონი.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    13 ივნ 2021, 16:50

    რბოლა გვარდიოლამ მოიგო, მაგრამ მას დისკვალიფიკაცია მისცეს და პრიზი მიგელ ანხელ ნადალს გადასცეს.
    ხო მახსოვს ეგ სტატია, მოტოციკლეტს რო ჩაეჭიდა და იმით ავიდა. გვარდიოლა მართლა გამორჩეული "სტრატეგი" იყო

  • El pistolero 9
    13 ივნ 2021, 12:29

    გვარდიოლას მისცემდნენ დისკვალიფიკაციას აბა რას იზამდნენ მოტოს მიყვებოდა როგორც მახსოვს