მოკლე მიმოხილვა
ცოტა ხნის წინ კატალონიის “ბარსელონამ” დაასრულა მატჩი ბიბლბაოს “ატლეტიკთან”. პირველი წუთიდან ოთხმოვდამეათე წუთამდე “ბარსა” სრულ უპირატესობას ფლობდა, რის შედეგადაც კეიტამ, ჩავიმ და ბუსკეცმა გოლების გატანა შეძლეს. სამწუხარო ფაქტი ის გახლავთ, რომ დავიდ ვილია 86–ე წუთზე მინდვრიდან გაძევეული იქნა…
“სან მამესზე” თამაში ძალიან რთულია, მაგრამ ორმაგად რთულია, როდესაც მოედანზე ლეო მესი არ არის. “ბარსამ” დღეს უმძიმესი სამი ქულა მოიპოვა, რაშიც ხელი პირველ ტაიმში გაძევებულმა ფეხბურთელმა, ამორებიეტამ შეუწყო. ანგარიში მალელმა სეიდუ კეიტამ გახსნა. მას კი ჩავი ერნანდესისა და სერხიო ბუსკეცის გოლები მოყვა. სანამ ბუსკეცი გოლს გაიტანდა მაქამდე ვილიამ წითელი ბარათის მიღება, ხოლო ვიქტორ ვალდესმა ერთი გოლის გაშვება შეძლო.
სრული მიმოხილვა
ბილბაოში გამარჯვების მოპოვება მარტივი არც არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება. დღევანდელ რთულ თამაშს კი წვიმა “ამშვენებდა”. ასეთ წვიმაში თამაში ძალიან რთულია, მაგრამ ეს “ბარსასთვის” გადაუჭრელი პრობლემა არ აღმოჩენილა. მეთერთმეტე წუთზე სეიდუ კეიტას დარტყმის შემდეგ ბასკთა მეკარეს, ირაიზოზს ხელთათმანების გათბობა მოუწია, ხოლო ამას მეცამეტე წუთზე ინიესტას გადაცემის შემდეგ, ბურთის ბასკების კარისკენ გადაგზავნა დავიდ ვილიამ შეძლო.
“ატლეტიკმა” თამაში ძალიან კარგად დაიწყო. ისინი ბურთისთვისაც იბრძოდნენ და გოლის გატანის სურვილიც ამოძრავებდათ, მაგრამ პიკესა და პუიოლის კარგი თამაშის წყალობით ისინი ვალდესის კარის დალაშქვრას ვერ ახერხებდნენ. 34–ე წუთზე ბასკებისთვის ერთი ცუდი რამ მოხდა. ამორებიეტა ანდრეს ინიესტას ფეხებში ჩაუვარდა, რის გამოც მას მოედნის დატოვება მოუწია. ეს ამ მატჩში პირველი წითელი ბარათი იყო. ამის შემდეგ გამოჩნდა უფრო ბევრი სივრცე, სადაც “ბარსა” უფრო თავისუფლად თამაშობდა. ეს ყველაფერი შესვენებამდე…
შესვენების შემდეგ წვიმა და გულშემატკივარი ერთნაირად მოძლიერდა, მაგრამ ამან ბილბაო გოლისგან ვერ იხსნა. 55–ე წუთი იყო, როდესაც პედრომ და ჩავიმ ბურთი შესანიშნავად გაითამაშეს, რის შემდეგაც ბურთი დავიდი ვილიას მიუვიდა, რომელმაც თავის მხრივ ბრწყინვალე პასი გააკეთა მალელი, სეიდუ კეიტასკენ. კეიტამ კი თავისი შანსი გამოიყენა და ანგარიში გახსნა, 0:1. ამის შემდეგ გოლის გატანის შანსი ახალგაზრდა პედრო როდრიგესსაც ქონდა, მაგრამ ბილბაოს მეკარეს კარგი თამაშის წყალობით ანგარიში ორამდე არ გაზრდილა.
“ბარსამ” ბურთის დაჭერა შეძლო, რის გამოც “ატლეტიკის” თამაში ქაოსური გახდა. გატანილი გოლის შემდეგ დანი ალვესი ნახევარმცველად გვევლინებოდა ხოლმე. იგი ინიესტასთან და ვილიასთან ერთად სახიფათო მომენტებს ქმნიდა. საბოლოოდ კი ამან შედეგი გამოიღო და 72–ე წუთზე საჯარიმოსთან ახლოს ბურთი ჩავის მიუვიდა, რომელმაც გოლის გატანა შეძლო. ანგარიში 0:2–ია.
მატჩის ბედი ყველას გადაწყვეტილი ეგონა, როდესაც 86–ე წუთზე დავდ ვილია მოედნიდან იქნა გაძევებული, ხოლო 89–ე წუთზე გაბილინდომ ბურთების სხვაობა 1–მდე შეამცირა. ამის შემდეგ კი ბასკებს ანგარიშის გათანაბრების სურვილიც კი ქონდათ, მაგრამ მათ ოცნებები პედრომ და ბუსკეცმა დაუნგრიეს. როდესაც მთელი “ატლეტიკი” კატალონიელთა ნახევარზე იმყოფებოდა, პედრომ ბურთის მიღება და ნახევარი მოედნის გავლა შეძლო. საბოლოოდ იგი საჯარიმოშ შევიდა, ბურთი სერხიო ბუსკეცს მიაწოდა, მან კი ძალიან ლამაზი გოლის გატანა შეძლო. საბოლოოდ ანგარიში 1:3–ია.
ცვლილებები: ორბაიზი – დემარკოსი, ხავი მარტინესი – ოჩოა, ადრიანო – მაქსველი, ლორენტე – იტურასპე, ჩავი – ბოიანი, ინიესტა – ტიაგო ალკანტარა.
დღეს ბასკებმა გმირულად იბრძოლეს, მაგრამ ეს არ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ დაემარცხებინათ ისეთი გუნდი, როგორიც “ბარსაა”.