workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სკოლარი ნეიმარს აქებს

სკოლარი ნეიმარს აქებს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუის ფელიპე სკოლარის თქმით, ნეიმარი სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავდება.

“ნეიმარი არის ფეხბურთელი, რომელსაც ყოველ დღე აქვს ჩემთვის სიუპრიზი. ის განსხვავდება სხვა ფეხბურთელებისგან და ძალიან სწრაფად იმპროვიზირებს. ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა ასეთ ფეხბურთელს თავის გუნდში. არ გამიკვირდება, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დროს, მისგან შესანიშნავი თამაში ვიხილოთ.

ნეიმარს ტრავმის შემდეგ ბევრი არ უთამაშია და მინდოდა, რომ 90 წუთი ეთამაშა, რათა ფორმაში შევიდეს. მას მეტი სათამაშო დრო სჭირდება, ასე რომ პარასკევს, ის სერბეთის წინააღმდეგ ითამაშებს.” – განაცხადა სკოლარიმ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward