სეზონი ცოტა ხანია რაც დაიწყო, მაგრამ ერთ რამეს ნათელი უკვე მოეფინა: ეს ახალი “ბარსაა”! ყველას აქვს თავისი აზრი ამა თუ იმ საკითხის შესახებ, ამ სტატიაში კი მე შემოგთავაზებთ “TotalBarca”-ს მიერ მომზადებულ სტატიას, რომელიც “ბარსას” ცვლილებებსა და მომავალ სეზონს შეეხება.
როგორც “TotalBarca”-ზე იუწყებიან, ეს სტატია ორ ნაწილად იქნება დაყოფილი. პირველში “ბარსას” დაცვაზე იქნება საუბარი, ხოლო მეორეში თავდასხმის ხაზზე…
თავდაცვაბოლო ერთი წლის განმავლობაში “ბარსას” დაცვა საგრძნობლად შეიცვალა. დიახ, ჩვენ გვყავს ისევ ის 5 ფეხბურთელი, რომლებიც წინა სეზონშიც ასპარეზობდნენ (ვალდესი, ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი), მაგრამ აღარ გვყავს რაფა მარკესი და დიმიტრო ჩიგრინსკი. ისინი ხომ უსაფრთხოების გარანტები იყვნენ, რომელთაც დიდი გამოცდილება ქონდათ დაგროვილი. შეიძლება დიმიტრო ჯერ კიდევ ახალგაზაზრდა იყო, მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ იგი გამოუცდელი იყო. მას ხომ “ევროპა ლიგა” აქვს მოგებული. წინა სეზონში მათ შეიძლება დიდი სათამაშო დრო არ ქონოდათ, მაგრამ სამაგიეროდ “ბარსა” მშვიდად იყო.
ჩვენ შეგვიძლია მთელი დღე ვიკამათოთ იმის თაობაზე, თუ ვისი გადაწყვეტილებით წავიდნენ ეს ფეხბურთელები: პეპის, ჩიკის, როსელის, ზუბის თუ სხვა ვინმესი, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და ახლა ჩვენ განვლილი დრო უნდა გავაანალიზოთ.
სანამ სეზონი დაიწყებოდა ისე ჩანდა, რომ დაცვა დაბალანსებული იყო, მითუმეტეს, რომ “ბარსამ” უნივერსალური ფეხბურთელი, ბრაზილიელი ადრიანო დაიმატა, რომელმაც თავისი ძალების რაღაც ნაწილის წარმოჩენა უკვე მოახერხა.
როდესაც ადრიანო “სევილიადან” გადმოვიდა ყველა განიხილავდა იმ ფაქტს, თუ სად უნდა ეთამაშა დანი ალვესის ყოფილ თანაგუნდელს. ჩვეულებრივ იგი მარცხენა უინგ–ბექის პოზიციაზე თამაშობდა ხოლმე და ხალხიც მას მარცხენა ფლანგის მკვიდრის, ერიკ აბიდალის შემცვლელად მიიჩნევდა, მაგრამ იგი მაქსველის შემცვლელად მოგვევლინა.
შარშან მაქსველი “ინტერიდან” “ბარსაში” გადმოვიდა და ერიკ აბიდალის შემცვლელად მოიაზრებოდა. ბრაზილიელმა მცველმა პეპ გუარდიოლასგან ნდობაც დაიმსახურა და იმაზე მეტი სათამაშო დრო მიიღო, რასაც ხალხი ელოდა. წელს კი მარცხენა ფლანგზე თითქმის ყველა მატჩში იგი დგას. ფრანგი ერიკ აბიდალი თავისმხრივ ყოველთვის ამბობდა, რომ მისი საქმე დაცვის ცენტრში დგომაა. ეს “ბარსაში” ყოფნისასაც არაერთხელ დაუმალავს. წელს კი მას ეს სურვილი აუხდა. “ელ კაპიტანოს” ტრავმის შემდეგ პეპი იძულებული გახდა, რომ ფრანგი უინგ–ბექი ცენტრისკენ შეეწია.
ამ ბოლო დროს სხვადასხვა გამოცემები ერიკს ახასიათებენ, როგორც სწრაფ, ძლიერ და მობილურ ცენტრ–ბექს. წელს მან 2 მატჩი სწორედ ამ პოზიციაზე დაიწყო, მაგრამ დიდი არაფერი გაუკეთებია. მისი შეცდომების გამო გავიდა გოლი “ერკულესთან”. შეიძლება იგი დამნაშავე 2–ივე გოლში არ ყოფილა, მაგრამ ერთ–ერთ გაშვებულ გოლში უდიდესი წვლილი სწორედ მას მიუძღვის. იგი ხშირად ცდებოდა პოზიციურად. მოკლედ, რომ ვთქვათ იგი ნატურალური ცენტრ–ბექი ნამდვილად არ არის.
აბიდალი აზროვნებით ძალიან გავს ხერარდ პიკეს, რომელთანაც ერთად თამაში მას ცენტრალური მცველის პოზიციიდან უკვე მოუწია. ორივეს უყვარს შეტევაში ჩართვა და ბურთის ტარება, მაგრამ როდესაც ორივე წინ მიდის უკან აღარავინ რჩება. დაცვაში იქმნება დიდი სივრცეები, რითიც მოწინაამღდეგეს შეუძლია ისარგებლოს. ამ ორი ფეხბურთელის ერთად თამაში ნამდვილად არ შეიძლება. ამას პეპიც კარგად ხვდებოდა და ამ სივრცეების ამოვსება ნახევარდაცვის ხარჯზე გადაწყვიტა (კეიტა და მასკერანო), მაგრამ შეცდომები მაინც ძალიან ბევრი იყო.
შეიძლება ცენტრ–ბექის პოზიციაზე კარლეს პუიოლსა და ერიკ აბიდალს თამაში ერთად მოუწიოთ, რაც მოედანზე ყველაფერს დაალაგებს, მაგრამ ეს ალბათ უკიდურეს შემთხვევაში, თუ მოხდება.
აბიდალის ცენტრში გადაწევის შანსები უფრო მცირდება გაბი მილიტოს “ბარსაში” ყოფნით, რომელსაც ძალიან კარგი პარტნიორობის გაწევა შეუძლია ნებისმიერი თანაგუნდელისთვის. კი მაგრამ რატომ არ ათამაშებდა პეპი მას? ფიტნესი? აზროვნება? ტემპის ნაკლებობა? ალბათ ახლა უკვე გაბის მოედანზე უფრო ხშირად ვიხილავთ და მის რეალურ ძალას კიდევ ერთხელ, უფრო უკეთ დავინახავთ.
პირველ რიგში ყველა გუნდს ჭირდება კარგი დაცვა, რაც “ბარსასთვის” ყოველთვის პრობლემა იყო. მომქანცვლელი “მსოფლიო ჩემპიონატის”, ფრენების, პრე–სეზონისა და წვრილმანი ტრავმების შემდეგ ყველა ფეხბურთელის რეგულარულ ფორმაში ჩადგომას უნდა დაველოდოთ.
სწორედ ეს არის დაცვის არასტაბილურობის მიზეზი. როდესაც კარლესი მოედანზე არ იმყოფებოდა გუნდს შემართება ცოტა არ იყოს და აკლდა. გუნდს ლიდერი ჭირდებოდა. ვიმედოვნებთ, რომ “ელ კაპიტანო” შეძლებს და უფრო მტკიცეს გახდის საკუთარ გუნდსა და დაცვას.
გოლები, რომლებიც “ბარსამ” “ერკულესთან” და “პანათინაიკოსთან” გაუშვა ძალიან გავდა იმ გოლებს, რომლებსაც ბლაუგრანა ჩვეულებრივ კონტრ–შეტევებში უშვებს ხოლმე. შარშანდელიდან მოყოლებული ეს უკვე ერთგვარ ტენდენციად იქცა. მაგალითებისთვის გავიხსენოთ მატჩები “სევილიასთან”, “რუბინთან”, ან “ინტერთან”. ახლა მთავარია შარშანდელი შეცდომები “ბარსამ” გამოასწოროს და იპოვნოს გზა, რომ ასეთი გოლების გაშვება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს.
დამცველმა ნახევარმცველებმა უნდა შეძლონ და დახმარება გაუწიონ მცველებს, ანუ მათ მოუწევთ მესამე უინგ–ბექის ფუნქცია შეითავსონ. ორივეს, ბუსკეცსაც და მასკერანოსაც ამაზე ბევრი აქვთ სამუშაო, რადგანაც კონტრ–შეტევების დროს ფლანგები ცარიელდება და მარტო 2 ცენტრალური მცველი ვერაფერს გახდება.
ჩვენი ნახევარმცველები უფრო აგრესიულები უნდა იყვნენ და შავი სამუშაოს შესრულებაც უკეთ უნდა შეეძლოთ და თუ საჭირო გახდა მათ ყვითელი ბარათის მიღებაც უნდა შეძლონ. არგენტინელი ბუსკეცზე გაცილებით გამოცდილია და ეს ყველაფერი კარგად მოეხსენება. მან უკვე ყვითელი ბარათის მიღებაც შეძლო, მაგრამ ხეირი არაფერი. იმედია მას გუნდში ყველაფერი კარგად წაუვა.
დაცვასთან დაკავშირებით “ბარსას” ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ცხადია: “ბარსას” კანტერას ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ეზრდება. მაგალითისთვის ავიღოთ ბარტრა, ფონტასი, ან თუნდაც მუნიესა.
ასეთი პატარა შემადგენლობით, ამხელა სეზონია ჩასატარებელი. ჩვენი “ბზარები” კი ვარდიოლამ უნდა აღმოფხვრას. რაიმე პრობლემის შემთხვევაში ჩვენ გვყავს ბავშვები. ბავშვები, რომლებიც “ბარსას” მომავალია… ყველაფრისდა მიუხედავად, ეს “ახალი ბარსაა”…