workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი: „ეს პირადი გამოწვევაა“

ტერ შტეგენი: „ეს პირადი გამოწვევაა“

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ოფიციალურად “ბარსელონას” მეკარეა. დღეს, გერმანელმა გოლკიპერმა თავისი პირველი პრესკონფერენცია გამართა “ბლაუგრანას” ფეხბურთელის რანგში. მან ბოდიშის მოხდით დაიწყო: “მე ჯერ კიდევ კარგად ვერ ვსაუბრობ ესპანურად, რომ აღარაფერი ვთქვათ კატალონიურზე. ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევძლო ესპანურად საუბარი და შევეცდები თავდაუზოგავად სწავლას. დიდი მადლობა ასეთი თბილი დახვედრისთვის. მე ძალიან მოხარული ვარ აქ და იმედი მაქვს, “ბარსასთან” ერთად დიდ წარმატებას მივაღწევ.”

“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ, ტერ შტეგენი დაახასიათა როგორც “სწრაფი, მარჯვე, გადამწყვეტი, ძლიერი ჰაერში, კარგად მოთამაშე ერთ-ერთზე და ურთიერთქმედების უნარიანი დაცვის ხაზთან, როცა გუნდი თამაშს სიღრმიდან იწყებს. მას აქვს განვითარების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ის ძალიან კარგად თამაშობს ფეხით.”

როდესაც მას “ბორუსიადან” წამოსვლაზე ჰკითხეს, მეკარემ აღიარა, რომ “ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს პირადი გამოწვევაა, რომელსაც, ვფიქრობ, რომ შემიძლია გავუმკლავდე. “ბარსელონა” ერთ-ერთი უდიდესი კლუბია მსოფლიოში და გუნდმა ბოლო წლებში დიდ წარმატებას მიაღწია. მათ ამ წელს ტიტული ვერ მოიპოვეს, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ისინი ამას მომავალში გააკეთებენ. ჩემთვის, ეს მომავალი ოცნებაა.” – განაცხადა გოლკიპერმა.

მას არასოდეს ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ “ბარსასთან” კონტრაქტს გააფორმებდა. “ჩემთვის, სხვა ვარიანტები არ არსებობდა. თავიდანვე ორიენტირებული ვიყავი “ბარსაზე”. ეს კლუბი არის რაღაც განსაკუთრებული. ეს არის გუნდი დიდი ტრადიციით და მე არასოდეს დამიგეგმავს მოლაპარაკებები სხვა გუნდებთან.” – აცხადებს ტერ შტეგენი.

ტერ შტეგენმა მთელი თავისი კარიერა მიონხენგლადბახში გაატარა და ეს კლუბი მისთვის ყოველთვის ძვირფასი იქნება. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გერმანულ კლუბს მხარდაჭერისთვის, “ბარსელონასთან” მოლაპარაკებების პროცესის ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სუბისარეტამ და ვიცე-პრეზიდენტმა, ჟორდი მესტრემ, ასევე, მადლობა გადაუხადეს “ბორუსიას” ტრანსფერის განხორციელების ხელშეწყობისთვის, რომლის ღირებულებამ 12 მილიონი ევრო შეადგინა.

მეკარემ აღიარა, რომ ოლივერ კანი, მისთვის, ყოველთვის მაგალითი იყო. “როდესაც ახალგაზრდა ხარ, მნიშვნელოვანია, იპოვო გოლკიპერი, როგორც საკუთარი თავის ორიენტირი.” – თქვა მან. “ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო. მაგრამ, შენ უნდა შექმნა შენი საკუთარი სტილი, რაც მე გავაკეთე. ახლა, დრო მოვიდა წინგადადგმული ნაბიჯი გავაკეთო.”

კატალონიური გრანდის ახალმა მეკარემ, ასევე, ისაუბრა ვიქტორ ვალდესზე, რომელიც კლუბს 30 ივნისს დატოვებს. “ვიქტორ ვალდესი – შთამბეჭდავი მეკარე, რომელმაც ბევრი გააკეთა გუნდისთვის და წლების განავლობაში მრავალი ტიტული მოიგო. ის ყოველთვის კარგად ასრულებდა საკუთარ მოვალეობას და ღირსეულ გამომშვიდობებას იმსახურებს. მაგრამ, ახლა, დროა, ჩემს ახალ სამუშაოზე დავიწყო ფიქრი.” – აცხადებს გერმანელი მეკარე.

შტეგენი დარწმუნებულია და მან რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ის “ბარსასთან” ადაპტაციას კარგად გაივლის. “მე ვიცი სადაც მოვდივარ და მოხარული ვარ გამოწვევებით. ვფიქრობ, ეს ადგილი ჩემთვის კარგი სახლი გახდება.” – დაასრულა მან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward