workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე „ბარსელონაში“ 2018 წლამდე დარჩება

პიკე „ბარსელონაში“ 2018 წლამდე დარჩება

“ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ჟერარდ პიკე კატალონიურ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.

უკვე ხვალ, ფეხბურთელმა, შესაძლოა, თავისი კონტრაქტი “ლურჯ-ბროწეულისფერებთან” 2018 წლამდე გაახანგრძლივოს. ამ ხელშეკრულებაში იქნება ოფცია მისი კიდევ რამდენიმე წლით გახანგრძლივების შესაძლებლობაზე. ესპანელი მცველის ახალი კონტრაქტის ფინანსური პირობები არ ვრცელდება.

პიკე “ბარსელონაში” 2008 წლიდან გამოდის. ამ დროის განმავლობაში, მან 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი. ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

მიმდინარე სეზონში, პიკემ ესპანეთის ჩემპიონატში 25 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 2 გოლი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward