workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შანსი ახალგაზრდებს

შანსი ახალგაზრდებს

ჩავის სადებიუტო მატჩმა ერთი შეხედვით, დაგვანახა, რომ ესპანელი სპეციალისტი ახალგაზრდა ფეხბურთელების მომზადებას დიდ დროს დაუთმობს.

ამის მანიშნებელია ისიც, რომ გუშინდელი მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მყოფი 11 ფეხბურთელიდან, 8 მოთამაშე “ლა მასიადან” მოდის.

ეს ფეხბურთელები იყვნენ: ოსკარ მინგესა, ჟერარდ პიკე, ერიკ გარსია, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, ნიკო, გავი და ილიას აკომაში.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას ჩავიმ მოედანზე სხვა ახალგაზრდა მოთამშეებიც გამოიყვანა: აბდე, რიკი პუჩი, რონალდ არაუხო და იუსუფ დემირი.

მთლიანობაში გამოვიდა, რომ ლა ლიგის მე-14 ტურში მოედანზე 10 “ლა მასიელი” ვიხილეთ, და, ამასთან, ბუსკეტსის, პიკესა და ალბას გარდა, დანარჩენთა ასაკი 22 წლამდეა.

  • აკომაში (17 წლის),
  • გავი (17 წლის),
  • ნოკო და აბდე (19წლის ),
  • გარსია (20 წლის),
  • რიკი პუჩი და მინგესა (22 წლის).
  • არაუხო (22 წლის) (მიუხედავად იმისა, რომ “ლა მასიას” განათლება არ აქვს, ის “ბარსა ბ-ში” 2 სეზონი თამაშობდა)
  • დემირი (18 წლის).

შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ჩავი ერნანდესის “ბარსელონაში” წამყვანი როლი კვლავ აკადემიელებს ექნებათ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 22 ნოე 2021, 20:30
    #5

    რა თქმა უნდა ახალგაზრდებს დაუთმობს დროს, აბა ძველგაზრდები სულ 4-5 არიან და ისიც რიგრიგობით ავადმყოფებენ.

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 ნოე 2021, 20:20
    #4

    ჩვენს აკადემიას რა ფეხბურთელებიც ჰყავს აღრზდილი ისეთი რომელმა აკადემიამ აღზარდა, სხვები ახლოსაც კი არ არიან, ძაან მაგარი თაობა მოდის და დარწმუნებული ვარ ჩავი ამათგან მონსტრებს დააყენებს visca barca❤💙

  • GURCHO
    schedule 21 ნოე 2021, 19:41
    #3

    ეზალზული მომეწონა კარგად თამაშობს

  • Albicelecte
    schedule 21 ნოე 2021, 19:11
    #2

    არაა ურიგო აკადემია და თუკი სწორი შერჩევა და კარგი კონკურენცია იყო, არავისზე უკეთეს ბიჭებს არ აღზრდის ლა მასია
    შეიძლება ფეხბურთელების გაყიდვაც და 1 გუნდის მომარაგებაც

  • dani alves 8
    schedule 21 ნოე 2021, 18:37
    #1

    ლა მასიაა ჩვენი იმედი