workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამუელ უმტიტის ტრავმის გამო არაუხო საქმეში ჩაერთვება

სამუელ უმტიტის ტრავმის გამო არაუხო საქმეში ჩაერთვება

კატალონიური გამოცემის, Mundo Deportvo-ს აზრით, რონალდ არაუხო, დიდი ალბათობით, “კამპ ნოუს” ახალი სახე გახდება.

იმის გათვალისწინებით, რომ სამუელ უმტიტიმ ტრავმა მიიღო, ხოლო ჟან-კლერ ტოდიბო “შალკეშია”, არაუხო აღნიშნულ პოზიციაზე უკვე მესამე მცველად მოგვევლინება.

21 წლის მცველი ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო “ბარსა ბ-დან”, რომელიც პირველი გუნდის ვარჯიშებში ხშირად მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, მან მიმდინარე სეზონში მხოლოდ 14 წუთი გაატარა მინდორზე, თუმცა, ახლა ურუგვაელს თამაშის მეტი შანსი ექნება.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის სეზონის განახლება 12 დან 20 ივნისამდე იგეგმება. გუნდებს კი მატჩების გამართვა კვირაში ორჯერ მოუწევთ.

ასეთი დატვირთვისთვის ჟერარდ პიკე მზად ვერ იქნება, რადგან უკვე 33 წლისაა, შესამისად, არაუხო უფრო მეტ სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებს.

სადებიუტო შეხვედრაში, “კამპ ნოუზე” “სევილიას” წინააღმდეგ, რონალდმა ტოდიბო შეცვალა. მისდა სამწუხაროდ, ცენტრალურ მცველს შეხვედრის ნაადრევად დატოვება მოუხდა – იგი მოედნიდან ხავიერ ერნანდესზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევეს.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონში, “ბარსა ბ-ს” შემადგენლობაში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 3-3 გოლი და ასისტი მიითვალა. მისი ფიზიკური სიძლიერე, სიმაღლე და პასის კულტურა გამოსარჩევი მახასიათებლებია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • El pistolero 9
    schedule 12 მაი 2020, 13:40
    #8

    აბა შენ იცი.იმედია კარგად წარმოაჩენს თავს

  • M10 S9 D11
    schedule 12 მაი 2020, 11:56
    #7

    ციტატა: B.A.r.c.A
    Es iyo tu todibo davigale shemcvaleto ro itxovda romels gaxsovt?


    ტოდიბო პირველი იგრა მოუწია და დიხანიამ ვერ გაუქაჩა

  • B.A.r.c.A
    schedule 12 მაი 2020, 10:20
    #6

    Es iyo tu todibo davigale shemcvaleto ro itxovda romels gaxsovt?

  • Iniesta_8
    schedule 12 მაი 2020, 00:26
    #5

    როცა ასეთი გაჭირვებაა გუნდში ახალგაზრდებს აუცილებლად უნდა მიეცეთ თავის გამოჩენის საშუალება

  • რივალდო-მესი
    schedule 11 მაი 2020, 23:29
    #4

    ლაიპციგი ტოდიბოთი დაინტერესდაო. მთელი მსოფლიო ხვდება ამ ბიჭის პერსპექტივას ბართლომეოს გარდა🙁😡 დაუმატონ მაინც 30 მილიონი და ტოდიბო. არა მგონია უარინთქვას ლაიპციგმა. მეზიზღება ეს ბორდი🤬🤬🤬🤬🤬🤬🤬🤬🤬🤬🤬🤬🤯🤬🤬🤬🤯

  • M10 S9 D11
    schedule 11 მაი 2020, 23:17
    #3

    ვნახოთ აბა რისი მაქნისია იმედია კარგად ითამაშებს

  • Barca_MNS
    schedule 11 მაი 2020, 23:03
    #2

    მეტი ნდობა ჭირდებათ ახალგაზრდა მეცველებს, როგორც წესი მცველი დაჩაგრულია როგორც მეკარე. 1 შეცდომა და ყველა სახეს ახევს ეს გადააყოლეს იმ წითელ ბარათს, არაა ურიგო ტიპი არც ეს არც ტოდიბო.

  • MisterD
    schedule 11 მაი 2020, 22:41
    #1

    ძაან ბრძოლისუნარიანი და თამამი ფეხბურთელია როგორც ნამდვილ ურუგვაელს შეეფერება. იმედია წარმატებული იქნება