მიმდინარე სეზონის ბოლოს “მალაგას” ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბერნდ შუსტერის გაშვებას გეგმავს.
გასულ ზაფხულს, როდესაც “მალაგა” მანუელ პელეგრინიმ დატოვა და ინგლისისკენ გაეშურა, მისი შეცვლის მთავარ კანდიდატად ხერარდო მარტინო ითვლებოდა, მაგრამ შემდეგ იგი “ბარსელონაში” წავიდა.
თუმცა, ანდალუსიელებს არგენტინელი სპეციალისტი უმეთვალყურეოდ მაინც არ დაუტოვებიათ. მოგეხსენებათ, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს ტატა გუნდს დატოვებს და მის ადგილს ლუის ენრიკე დაიკავებს. ცნობილია, რომ კატალონიის დედაქალაქიდან წასვლის შემდეგ ხერარდოს სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება კვლავ ესპანეთში სურს. აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ “მალაგა” მარტინომ ჩაიბაროს.