workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
დავიდ ლუისი “ბარსელონაში” გადასვლას დათანხმდა?

დავიდ ლუისი “ბარსელონაში” გადასვლას დათანხმდა?

როგორც ცნობილია, ლონდონის “ჩელსისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი უახლოეს ზაფხულში სამუშაო ადგილის შეცვლას გეგმავს.

Agência News-ის ინფორმაციით, 27 წლის მოთამაშე “ბარსელონას” ხელმძღვანელობასთან მომავალი კონტრაქტის დეტალებს უკვე განიხილავს, რის შემდეგაც მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.

წყაროს თანახმად, დავიდ ლუისის ხელშეკრულება კატალონიელებთან 2019 წლამდე იქნება ძალაში და იგი ყოველწლიურად 5.5 მილიონ ევროს მიიღებს. სავარაუდოდ, ლონდონელები ბრაზილიელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებენ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლუისი “ჩელსის” ღირსებას 2011 წლიდან იცავს. ევროპაში კი იგი პირველად 2007 წელს გამოჩნდა, როდესაც ლისაბონის “ბენფიკას” შემადგენლობაში ჩაირიცხა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward