workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონა“ – „ატლეტიკო“. მარტინო მატჩის წინ

„ბარსელონა“ – „ატლეტიკო“. მარტინო მატჩის წინ

ხერარდო მარტინო მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ამ სეზონის მეოთხე მატჩისთვის ემზადება. მიმდინარე სეზონში, “ბარსელონამ” “ატლეტიკოსთან” ორი მატჩი ესპანეთის თასზე ჩაატარა, ერთი კი ლა ლიგაზე. კატალონიელთა მწვრთნელმა იცის, თუ რამდენად რთულია ამ გუნდის წინააღმდეგს თამაში; იცის ის სირთულეები, რასაც დიეგო სიმეონეს გუნდი ქმნის. “ისინი არიან ძლიერები და დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე, არამედ ლა ლიგაზეც. მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ ჩვენ ვართ “ბარსა”. მოწინააღმდეგე ფეხბურთელები ითამაშებენ ინტენსიურად და ჩვენ უნდა გავუძლოთ მას.” – თქვა მარტინომ. მარტინო, მომავალ მატჩში, წარმატების კიდევ ერთ გასაღებს მშვიდ თამაშში ხედავს, სასოწარკვეთილი ქმედებების გარეშე. “ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ძალიან ორგანიზებულად. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაშინ მოგების შესანიშნავი შანის გვექნება.” – განაცხადა მარტინომ.

მწვრთნელმა გაიხსენა “ატლეტიკოს” წინააღმდეგ განვლილი სამი მატჩი და ფეხბურთელები გააფრთხილა: “ჩვენ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ ბურთის დაკარგვის შემთხვევაში. “ატლეტიკოს” შეიძლება თავისუფალი ზონები დავუტოვოთ კონტრშეტევებზე… არ ვფიქრობ, რომ გახსნილი თამაში იქნება, თუმცა “ატლეტიკო” გატანის მიზნით გამოვა. მათ კარგად იციან გოლის ფასი სტუმრად.” – თქვა ტატამ. მარტინომ გაიმეორა, რომ სამშაბათს მნიშვნელოვანია მოგება. “ასეთი შედეგ გუნდს ნდობას შესძენს.”

ინიესტა, ნეიმარი, ჩავი და მესი

“სანტიაგო ბერნაბეუზე”, “კლასიკოს” წინ, ანდრეს ინიესტამ და ვიქტორ ვალდესმა ისაუბრეს თამაშის მნიშვნელობაზე, გაბედულ თამაშზე, კარგი შედეგის მიღწევისთვის. კითხვაზე, უნდა ველოდეთ თუ არა ასეთივე თამაშს, მარტინომ თქვა: “გამბედაობის გარეშე ეს ფეხბურთელები ვერ მოიგებდნენ ყველაფერს და არ იქნებოდნენ იქ, სადაც ახლა არიან. დარწმუნებული ვარ, რომ გამბედაობას კიდევ ერთხელ ვიხილავთ.” მწვრთნელმა ასევე ისაუბრა ინიესტასა და არდა თურანის შესახებ: “მათ იციან, რა არის საჭირო თამაშის ყოველ მომენტში და იციან, როგორ გააკეთონ სწორი არჩევანი ეპიზოდის განვითარებისთვის… ძნელია ისეთი ფეხბურთელის მოძებნა, რომელსაც ინიესტას შეადარებ. ისინი არიან უნიკალურები და ხდებიან გმირები მაშინ, როდესაც ეს მათ გუნდებს ჭირდებათ.”

რაც შეეხება ნეიმარს, მარტინომ ბრაზილიელზე თქვა, რომ მას გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია თავდასხმის ნებისმიერ პოზციაზე. მიმდინარე სეზონში, მესი ვერ შეხვდა მადრიდელებს თავის საუკეთესო ფორმაში. “ახლა, განსხვავება ის არის, რომ მას თამაში პირველივე წუთებიდანვე შეუძლია.” ბოლოს, მარტინომ ისაუბრა ჩავის კარგ ფორმაზე: “სეზონის ბოლოს ჩავიმ შესანიშნავი ფორმა აკრიფა და ეს მეტყველებს იმაზე, რომ შემადგენლობის როტაციამ სარგებელი მოიტანა.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward