workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მე მინდა უფრო დიდი რაზმი მომავალ სეზონში” – პეპ გვარდიოლა

“მე მინდა უფრო დიდი რაზმი მომავალ სეზონში” – პეპ გვარდიოლა

კატალონიურმა “ბარსელონამ” წელს ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეეძლო. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი მომავლისკენ იხედება და სურვილი აქვს უფრო დიდი რაზმი ყავდეს ფეხბურთელების.

“ბარსელონამ” ოთხშაბათს ლიგის ფინალის მოგებით სამუდამოდ დაიმკვიდრა ესპანეთის და საერთოდ მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ადგილი. ამ გუნდის დამრიგებელი კი მიღწეულით არ კმაყოფილდება და სურს უფრო მეტი ფეხბურთელი იხილოს გუნდში ვიდრე მანამდე იყო.

“მომავალი სეზონი იქნება ძალიან მძიმე. ჩვენ მოგვიწევს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამგზავრება და ჯამში შეიძლება 70 თამაშის გამართვა მოგვიწიოს. ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა ფეხბურთელების დამატება და დიდი რაზმის შექმნა.”

გვარდიოლამ გამოხატა აზრი, რომ ყოველთვის საჭიროა ახალი ფეხბურთელების დამატება, მაგრამ მას არ დაუსახელებია ვისი ხილვა სურს გუნში.

“როდესაც ერთ სეზონში იგებ რამეს, მომდევნო ყოველთვის უფრო რთულია. წელს ჩვენ რამდენიმეჯერ გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ ზოგ შემთხვევაში იღბალი ზურგს გვაქცევდა.”

“ჩვენ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რაც ამ ახალგაზრდა გუნდმა მოახერხა, ესეთი რამ შეიძლება დიდი ხანი არც განმეორდეს.”

პეპ გვარდიოლამ ისაუბრა სამუელ ეტო’ოს შესახებ, რომელთანაც ჯერ კონტრაქტის გახანგძლივებაზე არ უსაუბრია, მაგრამ მწვრთნელი ამბობს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით დისკუსია მალევე განახლდება.

“ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, მე მისით აღფრთოვანებული ვარ. მაგრამ ჯერ არ მისაუბრია მასთან რაიმე ტრანსფერზე. ჩვენ ეტო’ოსთან საუბარს მალევე განვაახლებთ. ჩვენ მას პირადად დაველაპარაკებით, მაგრამ ჯერ არ ვიცით რა შეიძლება მოხდეს.”

გვარდიოლამ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ სურს მომავალ სეზონშიც ისეთივე მოვალეობა ჰქონდეს, როგორიც წელს.

“მომავალ სეზონში მე ისევ ამ კლუბში მიხილავთ და თუ გუნდის ხელმძღვენელობის სურვილი იქნება ჩვენ ერთად მუშაობას გავაგრძელებთ, მაგრამ თუ ვერაფერი ვეღარ მოვიგეთ არ მინდა გრძელვადიან კონტრაქტი მქონდეს.”

ბოლოს გვარდიოლამ ისაუბრა იმის შესახებ, რომ მისი გუნდს აღიარებს ყველა მსოფლიოში საუკეთესოდ.

“არ ვიცი ვართ თუ არა მსოფლიოში საუკეთესოები, მაგრამ ვიცი რომ წელს ჩვენ გვქონდა კარგი სეზონი. ასევე ვიცი, რომ მე არ ვარ მსოფლიოში საუკეთესო მწვთნელი.”

“”ბარსელონას” ასწლიან ისტორიაში არავის მიუღწევია ისეთი შედეგი, რაც ჩვენმა გუნდმა მოახერხა, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესოები ვართ. მთელი მსოფიოლსთვის იყო სიურპრიზი რაც ჩვენ გავაკეთეთ. გუნდმა ფანტასტიურად იმუშავა.”

წყარო www.goal.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward