workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონა“ 2 ცენტრალური მცველის დამატებას გეგმავს

„ბარსელონა“ 2 ცენტრალური მცველის დამატებას გეგმავს

კატალონიური Sport-ის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ბარსელონა” ორ ცენტრალურ მცველს დაიმატებს.

როგორც ცნობილია, მიმდინარე სეზონის ბოლოს, გუნდს კარლეს პუიოლი დატოვებს. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებმა, ახლახანს, მარკ ბარტრასთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს, კლუბი არა ერთი, არამედ ორი ცენტრალური მცველის დამატებას აპირებს.

ესპანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ერთი მცველი გამოცდილი იქნება, რომელშიც 30-35 მილიონი ევრო დაიხარჯება, ხოლო დაახლოებით 20 მილიონად ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება იგეგმება.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” შემდეგ მცველებს აკვირდება: დავიდ ლუიზი (“ჩელსი”), მატს ჰუმელსი (“დორტმუნდი”), დანიელ აგერი (“ლივერპული”), ფედერიკო ფასიო (“სევილია”), ტომას ვერმაელენი (“არსენალი”), იან ვერტონგენი (“ტოტენჰემი”), მარკინიოსი (პსჟ), ინიგო მარტინესი (“სოსიედადი”), ედერ ბალანტა (“რივერ პლეიტი”), მატეო მუსაჩო (“ვილიარეალი”), ალექსანდრ დრაგოვიჩი (კიევის “დინამო”).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward