კატალონიის “ბარსელონას” 29 წლის ბრაზილიელი მცველი, ადრიანო კორეია, ინგლისური “ლივერპულის” ინტერესის სფეროშიც მოხვდა. იტყობინება, ბრიტანული პრესა.
“წითლებს” აუცილებლას ესაჭიროებათ ამ პოზიციაზე ახალი ფეხბურთელი, რადგან ნამდვილად პრობლემების წინაშე დგანან. ახალგაზრდა ხოსე ენრიკე ტრავმირებულია, ხოლო ალი სისოკო, რომელიც “მერსესაიდელებთან” არენდის წესების თანახმად იმყოფება, სეზონის დასრულების შემდგომ “ვალენსიაში” დაბრუნდება.
ადრიანო კი 6 მილიონ ფუნტად არის შეფასებული. აქამდე ფეხბურთელი “პარის სენ-ჟერმენსაც” დაუკავშირეს.