workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრენკი დე იონგი კუმანს გაუთანაბრდა, რაფინია – ევარისტოს

ფრენკი დე იონგი კუმანს გაუთანაბრდა, რაფინია – ევარისტოს

“ოვიედოსთან” სტუმრად გამართული მატჩი (1-3) ფრენკი დე იონგისა და რაფინიასთვის გამორჩეული გამოდგა.

დე იონგმა “ბარსელონაში” 264-ე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. ფრენკი ნიდერლანდელ ფეხბურთელებს შორის “ბარსას” მაისურით გამართული მატჩების რაოდენობით რონალდ კუმანს გაუთანაბრდა და ამ შედეგით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

დე იონგი “ბლაუგრანაში” მე-7 სეზონს ატარებს. ის კატალონიურ კლუბში 2019 წლის ზაფხულში “აიაქსიდან” გადმოვიდა. 28 წლის ნახევარმცველის მორიგი სამიზნე კოკუა, რომელიც ერთადერთია, ვინც “ბარსაში” ფრენკიზე მეტი მატჩით (292) იწონებს თავს.

5 ნიდერლანდელი, რომლებმაც “ბლაუგრანაში” ყველაზე მეტი შეხვედრა ჩაატარეს:

ფეხბურთელი
მატჩი
კოკუ 292
ფრენკი დე იონგი 264
რონალდ კუმანი 264
პატრიკ კლუივერტი 257
მაიკლ რეიზიგერი 255
რაფინია – მე-6 ბრაზილიელი

“ოვიედოსთან” შეხვედრა გამორჩეული აღმოჩნდა ბრაზილიელი რაფინიასთვისაც, რომელმაც 151-ე თამაში ჩაატარა. ის ამ შედეგით “ბარსელონას” თანამემამულეებს შორის ევარისტოს გაუთანაბრდა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

ახლა რაფინიას სამიზნე ნეიმარია, რომლის ანგარიშზეც კატალონიურ კლუბში 186 მატჩია.

ბრაზილიელები, რომლებმაც “ბარსაში” ყველაზე მეტი თამაში ჩაატარეს:

ფეხბურთელი
მატჩი
დანი ალვესი 408
რივალდო 235
რონალდინიო 207
ადრიანო 190
ნეიმარი 186
რაფინია 151
ევარისტო 151
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 28 სექ 2025, 01:46
    #4

    ციტატა: walker599
    რაფინია და ჟოან გარსია დაიმტვრნენო და დაწერეთ რამე


    პსჟ-თან არ იქნებიან, დანამდვილებით.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 27 სექ 2025, 07:24
    #3

    ფრეკი გაასწრებს კოკუს

  • Rick Sanchez
    schedule 26 სექ 2025, 23:43
    #2

    არამგონია რაფინიამ ალვეშს გადაუსწროს.

  • walker599
    schedule 26 სექ 2025, 16:58
    #1

    რაფინია და ჟოან გარსია დაიმტვრნენო და დაწერეთ რამე