workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტურე „კამპ ნოუზე“ ბრუნდება

ტურე „კამპ ნოუზე“ ბრუნდება

დღეს, 3.5 წლის შემდეგ, იაია ტურე “კამპ ნოუზე” დაბრუნდება. ბოლო მატჩი ტურემ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისურში ლა ლიგაში, “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ, 2009/10 სეზონში ჩაატარა, სადაც “ბლაუგრანამ” ჩემპიონატის ტიტული დაკარგა. იაია ტურე, “მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთი ვარსკვლავია, რომელიც “ბარსაში” სამი სეზონის განმავლობაში გამოდიოდა (2007-2010). ის ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მოიგო ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, სამეფო თასი და ესპანეთის სუპერთასი.

“კამპ ნოუზე” უკვე არაერთი “ბარსას” ყოფილი ვარსკვლავი დაბრუნდა. 2009 წელს (5 წლის უკნა) მშობლიურ სტადიონზე დაბრუნდა სამუელ ეტო. რამდენიმე თვის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ეტო, “კამპ ნოუზე” უკვე მილანის “ინტერის” მაისურში გამოჩნდა. მაშინ გულშემატკივრები კამერუნელს ძალიან თბილად შეხვდნენ.

ერთი წლის შემდეგ, ჟოან გამპერის თასის მატჩში “კამპ ნოუს” ბრაზაილიელი ლეგენდა, რონალდინიო დაუბრუნდა. ბრაზილიელმა, რომელიც “მილანის” ფეხბურთელი იყო, ასევე ხმამაღალი ოვაციები დაიმსახურა გულშემატკივრებისგან.

2012 წელს დაბრუნდა ზლტანა იბრაჰიმოვიჩი. შვედი, რომელიც “ბარსელონაში” ერთი სეზონი გაატარა, “კამპ ნოუზე” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მეორე მატჩში, “მილანის” ფეხბურთელის როლში დაბრუნდა. ამ მატჩში ითამაშა მაქსი ლოპესმა, ასევე “ბლაუგრანას” ყოფილმა ფეხბურთელმა.

ისტორია განმეორდა, როდესაც ბოიან კრკიჩი მშობლიურ სტადიონზე ისევე დაბრუნდა, როგორც “მილანის” ფეხბურთელი. ახალგაზრდა თავდამსხმელი 2013 წლის 12 მარტს დაბრუნდა, როდესაც “ბარსელონამ” დაუვიწყარი “ქამბექი” შემოგვთავაზმა, 4 გოლი მოწინააღმდეგის კარში. ბოიანმა ამ მატჩში 15 წუთი ითამაშა.

ბოლო ფეხბურთელი, რომელიც “კამპ ნოუზე” დაბრუნდა, ეს ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბრარდირი დავიდ ვილიაა. ვილია, რომელიც მადრიდის “ატლეტიკოში” თამაშობს, მის ყოფილ გუნდს ესპანეთის სუპერთასის მეორე მატჩში დაუპირსპირდა.

[media=http://www.youtube.com/watch?v=tKF5edvFOzE]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward