workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
შესაძლოა, ლაუდრუპმა თავი “ბარსელონაში” ამოყოს

შესაძლოა, ლაუდრუპმა თავი “ბარსელონაში” ამოყოს

ინგლისური კლუბის, “სუონსი სიტის” აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი მიქაელ ლაუდრუპი, კატალონიური კლუბის ჩამონათვალში მოხვდა, რომელიც კლუბის მთავარი მწვრთნელის, არგენიტელი სპეციალისტის ხერარდო მარტინოს შესაძლო შემცვლელებს ეხება.

ინგლისური გამოცემა “Sports Direct News” იტყობინება, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერები” კლუბის მთავარი მწვრთნელს, ხერარდო მარტინოს სეზონის ბოლოს პოსტიდან გაათავისუფლებენ და მის ადგილს მიქაელ ლაუდრუპი დაიკავებს. არგენტინელი სპეციალისტის, შესაძლო შემცვლელად ასევე განიხილება მორიგი ინგლისური კლუბის, “ტოტენჰემის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, პორტუგაილელი ანდრე ვილაშ ბოაში.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის სპეციალისტს, ლაუდრუპს კატალონიის “ბარსელონასთან” აკავშირებდა თავისი საფეხბურთო კარიერა. 1989-1994 წლებში იგი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისურს ატარებდა, ამ წლების განმავლობაში მან “ბლაუგრანას” მაისურით 150-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და თავის აქტივში 40 გოლი მიიწერა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward