არგენტინული “სან ლორენცოს” თავდამსხმელი ანხელ კორეა გავლენიან ევროპულ კლუბთა ინტერესების სფეროში მოექცა.
ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი, რომელსაც არგენტინაში “ახალ აგუეროს” უწოდებენ, 10 მილიონ ევროს შეადგენს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 18 წლის არგენტინელი თავდამსხმელით დაინტერესებულნი არიან: იტალიური “ნაპოლი”, ლონდონის “არსენალი”, კატალონიის “ბარსელონა” და მადრიდის “ატლეტიკო”.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ “სან ლორენცოს” თავდამსხმელმა, ანხელ კორეამ არგენტინის ჩემპიონატში 39 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა შეძლო.