“ბარსელონას” ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა, მისი ყოფილი კლუბის, “სანტოსის” მმართველი პირები გააკრიტიკა.
როგორც იცით, ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით, არაერთი კითხვა გაჩნდა, რის შემდეგაც, “სანტოსის” წარმომადგენლებმა ფეხბურთელისთვის მიუღებელი კომენტარები გააკეთეს.
“მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო იმ სიტუაციასთან დაკავშირებთ, რომელიც უკვე ყოველგვარ საზღვარს გასცდა. ახლა მესმის, რატომ დატოვა ჩემმა მეგობარმა, განსომ “სანტოსი”. არა იმიტომ, რომ მას ეს კლუბი არ უყვარდა, ან მისი მაისურით თამაში არ სურდა. მიზეზი დირექტორთა საბჭოა.
კლუბს ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობოდი და პროფესიონალიზმს ვამჟღავნებდი. “სანტოსის” ყოფილ პრეზიდენტზე, ლუის ალვარო დე ოლივეირასა და ამჟამინდელ პრეზიდენტზე, ოდილიო როდრიგესზე ძალიან გაბრაზებული ვარ. განსაკუთრებით პირველ მათგანზე მას შემდეგ, რაც მან მამაჩემზე თქვა.
თუ ის თვლი, რომ მამაჩემი ვირია, ის ძალიან ცდება. რატომ არის პრობლემა ის, რომ მამაჩემმა მილიონები იშოვა? მან ბევრი იმუშავა და არ ყოფილა მოლოდინი, რომ ფული ციდან ჩამოცვივდებოდა.
რამდენიმე ადამიანის შეცდომის მიუხედავად, “სანტოსის” სიყვარულს არ ვწყვეტ.”