“მანჩესტერ სიტის” არგენტინელი მცველი მარტინ დემიკელისი “ბარსელონასთან” მატჩში მის გაძევებას მსაჯს არ აბრალებს და აცხადებს, რომ შეცდომა თავად დაუშვა.
“გადავწყვიტე, მესის წინააღმდეგ ვარდნა გამეკეთებინა, რადგან საჯარიმოს გარეთ ვიმყოფებოდით. არბიტრს არ ვადანაშაულებ. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.
ეს ეპიზოდი ტელევიზორში ვნახე და ამ აზრმა გამიელვა: “რა საჭირო იყო ვარდნა? რატომ არ განვაგრძე სირბილი?”
დარწმუნებული ვიყავი, რომ ბურთზე თამაშს მოვახერხებდი. თავიდან ფიქრობ, რომ მესისთვის ბურთის ართმევას შეძლებ, მაგრამ შემდეგ ხვდები, რომ ეს არ გამოგივიდა. საბოლოოდ, თამაშის წესები დავარღვიე.” – განაცხადა მარტინ დემიკელისმა.