workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: “ფერგიუსონმა მითხრა, რომ “ბარსელონა” უკეთესი იყო.”

პიკე: “ფერგიუსონმა მითხრა, რომ “ბარსელონა” უკეთესი იყო.”

დაამარცხა რა “მანჩესტერ იუნაიტედი” კლუბის ისტორიაში მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და შეასრულა ტრიპლეტი. ამ გუნდის დაცვის ერთ-ერთი ვარსკვლავი – ხერარდ პიკე სამუდამოდ შევა ბლაუგრანას ისტორიაში, როგორც ფინალის მონაწილე ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი საუკეთესო. მან ჩემპიონთა ლიგა გასულ სეზონში მოგო იმ გუნდთან ერთად, ვის წინააღმდეგაც მოუწია ამჟამად თამაში, თუმცა მან განაცხადა, რომ მისთვის ეს მოგება გაცილებით უფრო სასიხარულო იყო.

“გასულ წელს მე ვთამაშობდი “მანჩესტერში” და კიდევაც მოვიგე ლიგა, მაგრამ ის შეგრძნება არ მქონია, რაც ახლა.”

“მე ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ, რომ წელს ლიგა “ბარსელონასთან” ერთად მოვიგე ამ გუნდში არის ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელი, რომელიც კლუბისვე აღზრდილია.”

“მოიგო სამი ტიტული ერთ სეზონში და მადრიდის “რეალი” დაამრცხო სანტიაგო ბერნაბეუზე 6-2 ეს ჩინებულია. მე მჯერა, რომ ჩვენმა გულშემატკივრებმა ძალიან ისიამოვნეს ამით.”

შემდეგ “ბარსელონას” 22 წლის ცენტრალურმა მცველმა ისაუბრა უშუალოდ მატჩის შესახებ:

“პირველი ათი წუთი ძალიან რთულად დავიწყეთ, უფრო მეტიც მე მივიღე ყვითელი ბარათი რონალდოს წინააღმდეგ და უკვე ვფიქრობდი, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა მათთან ბრძოლა მთელი თამაშის განმავლობაში.”

“მაგრამ ჩვენ მოვიგეთ. რონალდომ კარში ერთხელ მოახვედრა და ამ დროსაც მეკარემ აჯობა. მესის გოლი?როგორ ახტა და როგორ გაიტანა?”

“მატჩის შემდგომ სერ ალექს ფერგიუსონმა მომილოცა და მითხრა, რომ ჩვენ უფრო უკეთესესად ვთამაშობდით.”

“ახლა ჩვენ მესამე ტიტული დავისაკუთრეთ… ამით მე შევედი ისტორიაში? მე მოვიგე ორი ჩემპიონთა ლიგის ტიტული ერთი მეორის მიყოლებით, ორ საუკეთესო გუდში.”

“ახლა ამ გამარჯვებების აღნისშნივს დროა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით სიამოვნება მივიღოთ ამ ყველაფრისგან.”

წყარო www.goal.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward