“მადრიდის რეალმა” დაამარცხა “მადრიდის ატლეტიკო” და ფინალში შესაძლოა ელ კლასიკო ვიხილოთ. რათა კულეებმა შვებით ამოისუნთქონ, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა “რეალ სოსიედადის” ბარიერი უნდა გადალახონ. აღსანიშნავია, რომ კატალონიელებს “ანოეტაზე” 2007 წლის შემდეგ არ მოუგიათ.
მამაცი მცდელობის მიუხედავად, წინა კვირას “რეალ სოსიედადმა” საკუთარ კარში 2 გოლი მიიღო და “კამპ ნოუ” საქმის შეუსრულებლად დატოვა. რაგბის ილეთების ფონზე გუნდს გაუმართლა, რომ ბარსელონა მხოლოდ ერთი წითელი ბარათით დატოვა. არასატეს შეგირდებს საკუთარ საჯარიმოში 5 ან 8 მოთამაშით თავდაცვის მაგივრად შეტევა მოუხდებათ, რათა საეჭვო დაცვას შეცდომების დაშვება აიძულონ.
გუნდების სიახლეები
“რეალ სოსიედადი”
ახალგაზრდა მცველმა, ინიგო მარტინესმა, წონასწორობა დაკარგა წინა შეხვედრაში და წითელი ბარათი მიიღო. “რეალ სოსიედადს” საკადრო პრობლემები არ სჭირდება, რადგან სავარაუდოდ “ბარსელონა” მთელი ძალით ითამაშებს.
მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა (დანი ესტრადა და ესტებან გრანერო) არ ივარჯიშა ორშაბათს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაპირისპირების შესაცვლელად არასატეს განკარგულებაში ყველა მოთამაშეა.
ბასკებს ასევე დაეხმარება დაბრუნებული მიკელ გონსალესი, რომელმაც ზურგის ტრავმის გამო “ლევანტესთან” ფრედ დასრულებული მატჩი გამოტოვა.
კარლოს ველამ კარგად ითამაშა და ბევრი პრობლემა შეუქმნა მაშერანოს, ასე რომ ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ენაუტ ზუბიკარაიმ მესის ორჯერ შეუშალა ხელი და აკრობატული ილეთებით გუნდი უფრო მეტი გოლისაგან იხსნა.
არასატეს ბევრი კარგი არჩევნის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მწვრთნელის მე-12 ფეხბურთელი, “ანოეტა”, შეიძლება იქს-ფაქტორი აღმოჩნდეს, ეს კი უკვე მოხდა წინა სეზონში, როდესაც ბასკებმა 3-2 დაამარცხეს კატალონიელები.
მოსალოდნელი სასტარტო შემადგენლობა: ზუბიკარაი, ზალდუა, გონსალესი, ანსოტეგი, მარტინესი, ანხელი, ზურუტუზა, კასტანაგა, ელუსტონდო, ველა, გრიზმანი.
“ბარსელონა”
სეზონის ამ ეტაპზე ტრავმების გამო მარტინოს დანარჩენ მწვრთნელებთან შედარებით ნაკლები სანერვიულო აქვს. თებერვლის თვე ძალიან ბევრს განსაზღვრავს და მარტინოს, რომლის განკარგულებაში ფეხბურთელთა მთელი კონტიგენტია, დასვენება შეუძლია. არგენტინელთან ერთად სან სებასტიანში 25 მოთამაშე იმყოფება, მაგრამ ნეიმარი და ჯონათან დოს სანტოსი ვერ ითამაშებენ.
თუმცა ტატას სანერვიულო აქვს ჯანმრთელ ფეხბურთელებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ესპანეთის თასის შეხვედრაა, არგენტინელს გონიერება მაინც მართებს, რათა ამ ტურნირს რამდენიმე თვის შემდეგ დაუბრუნდეს. დაცვის ხაზის არასტაბილურობა მაინც აწუხებს “ბარსას” მიუხედავად იმისა, რომ ტატამ სათამაშო სტილის მრავალფეროვნება შემოიღო. ალბამ და მაშერანომ ბოლო თამაში გამოტოვეს დისკვალიფიკაციის გამო, მაგრამ არგენტინელმა “სოსიედადის” წინააღმდეგ ცუდად ითამაშა, რის გამოც ჟერარდ პიკეს შეიძლება მარკ ბარტა შეუწყვილდეს. იმედია, რომ მარტინო შეტევის დიდ აუცილებლობას არ იგრძნობს, არ გარისკავს ალბას ჯანმრთელობას და მის მაგივრად ფლანგზე ვიხილავთ ადრიანოს ან მონტოიას. სანაკრებო პაუზის გათვალისწინებით, დანი ალვესის პოზიციას, სავარაუდოდ, მონტოია დაიკავებს.
ნახევარდაცვაში ითამაშებს ფაბრეგასი, რომლის როლი ამ პოზიციაზე გამართლებულია. ის, რომ მწვრთნელი ჩავის ენდობა, წინა კვირას დამტკიცდა, თუმცა ტატას გადაწყვეტილებით, შემტევების უკან შეიძლება ინიესტამ იმოქმედოს. ტრიოს შეავსებს ბუსკეტსი. მარტინო არ გარისკავს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე სონგის დაყენებას.
თავდასხმის ფლანგებს დაიკავებენ პედრო და ალექსისი. მათი კარგი თამაში არაერთხელ გამოადგა “ბარსელონას” ამ სეზონში.
მოსალოდნელი სასტარტო შემადგენლობა: პინტო, მონტოია, პიკე, ბარტრა, ადრიანო, ბუსკეტსი, სესკი, ინიესტა, ალექსისი, მესი, პედრო.
მოსალოდნელი შედეგი
რთულად შესასრულებელი სამუშაოა, მაგრამ “ანოეტას” მიუხედავად, “ბარსელონა” საკმარის ძალისხმევას გამოიჩენს, რათა ფინალში მარადიულ მეტოქეს, “მადრიდის რეალს”, დაუპირისპირდეს.
“რეალ სოსიედადი” 1 – 1 “ბარსელონა”