“ბარსელონა” უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კლუბი ვიქტორ ვალდესის გადარწმუნებას ცდილობს და მეკარეს ახალ კონტრაქტს სთავაზობს.
გთვაზობთ “ბარსელონას” ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებას: “ბარსელონას” სურს ნათელი მოჰფინოს სიტუაციას და განაცხადოს, რომ “რადიო მარკას” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კლუბი ვიქტორ ვალდესს ახალ კონტრატს სთავაზობს და ფეხბურთელის გადარწმუნებას ცდილობს, სიმართლეს არ შეესაბამება.
კლუბი ფეხბურთელის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და კიდევ ერთხელ მადლობას უხდის მას გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც ის ყოველდღიურად ამჟღავნებს.”
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, ვიქტორ ვალდესი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.