მიულერი: "მესისთან ჩემი შედარება არასწორია"

მიულერი: "მესისთან ჩემი შედარება არასწორია"

"ბაიერნის" შემტევმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ტომას მიულერმა ისაუბრა მისი და მესის შედარებაზე, სადაც მან განაცხადა, რომ იგი ჯერ კიდევ არ იმყოფება არგენტინელი ვარსკვლავის დონეზე.

მიულერმა დასმულ შეკითხვას პასუხი გასცა, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ შეეძლო თუ არა მას გაეწია ლიონელ მესისთვის კონკურენცია ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში. "თუ ჩემპიონთა ლიგაზე მე შევძელი ბევრი გოლის გატანა, ისევე როგორც ლიონელ მესიმ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე უკვე ვიმყოფები მის დონეზე. ძალიან მიხარია, რომ გამაჩნია ის თვისებები, რომელიც საჭიროა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად". - განაცხადა 23 წლის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" გასულ სეზონში იუპ ჰაინკესის თავკაცობით ჩემპიონთა ლიგის, გერმანიის ჩემპიონატისა და გერმანიის თასის მოგება მოახერხა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.