როგორც კატალონიური გრანდის ნახევარმცველი აცხადებს, მისი ოცნება ზედიზედ მეორედ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობაა.
“ბარსას” ოთხიანის თქმით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო მას ამ ზაფხულს ბრაზილიაში გამგზავრებაში ეხმარება.
“მარტინო მეხმარება, რათა ნაკრებში ნდობა მოვიპოვო და მუნდიალზე თამაში შევძლო. ტატას ჩემი ყოველთვის სჯეროდა. მან იცის, თუ რა სტილის ფეხბურთელი ვარ და ჩემთვის შეუძლებელი არაფერია”, – აცხადებს სესკ ფაბრეგასი.
“ჩემი ოცნებაა, ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოვიგო და ამით, საფეხბურთო ისტორიაში შევიდეთ”, – დაასრულა 26 წლის ნახევარმცველმა.