"მილანი" ტიაგო ალკანტარათი ინტერესდება

"მილანი" ტიაგო ალკანტარათი ინტერესდება

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველით, ტიაგო ალკანტარათი ამჟამად უკვე იტალიური "მილანი" დაინტერესდა. "როსონერი" აპირებს ისარგებლოს არსებული სიტუაციით, რომელზეც უკვე ხშირად მიდის საუბარი, რომ იგი დატოვებს კატალონიურ კლუბს. "მილანს" ალკანტარას საკუთარ რიგებში გადაბირება 18 მილიონი ევრო დაუჯდება.

აქამდე მისი გამოსასყიდი თანხა 90 მილიონი ევრო იყო, თუმცა ხელშეკრულებაში არსებული პუნქტის თანახმად, მას უნდა ჩაეტარებინა მატჩების 60% თუმცა ეს ასე არ მოხდა და თანხა 18 მილიონამდე შემცირდა. კლუბი კვლავ აპირებს ტიაგოს კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 90 მილიონ ევრომდე გაზარდოს, თუ რა თქმა უნდა თავად ფეხბურთელი 1 აგვისტომდე გუნდს არ გამოიცვლის.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ტიაგო ალკანტარას მიმართ ინტერესს ასევე "მანჩესტერ იუნაიტედი, "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" იჩენენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.