workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
4–3–3 “ბარსელონა”. დაცვა და თავდასხმა (განადგურება)

4–3–3 “ბარსელონა”. დაცვა და თავდასხმა (განადგურება)

“ბარსელონა” ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს შორის მეორეა (“იფფს” რეიტინგი). იგი თამაშობს ყველასგან განსხვავებულ ფეხბურთის ტაქტიკით 4–3–3. ეს ტაქტიკა ერთი შეხედვით ძალიან მარტივია, მიმართულია იმაზე,რომ გუნდმა დაიჭიროს ბურთი და შეუტიოს პოზიციურად. “ბარსელონას” მაგალითიდან ჩანს, რომ ეს ტაქტიკა მომგებიანი, რატომ ვერ ასრულებს სხვა გუნდი ამ ტაქტიკას ? ერთი შეხედვით ეს ხომ ასეთი ადვილია ? აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ეს ტაქტიკა არცთუ ისე ადვილია, განა ბევრია გუნდი ქვეყანაზე, რომელსაც “ბარსელონასავით’ შეუძლია ბურთის გორაობა. ევროპაში განთქმულია სამი ტაქტიკა, ერთ– ერთი ყველაზე უძველესი 4–4–2, 4–5–1 (იგივეა რაც 4–2–3–1) და რათმაუნდა  შესანიშნავი 4–3–3.

განხვიხილოთ თითოეული მათგანი უფრო დეტალურად: 4–5–1 ეს ტაქტიკა 2000 წელს “შემოვიდა მოდაში” და დამკვიდრდა ევროპაში. ეს ტაქტიკა გამიზნულია ორ ჩამშლელ ფეხბურთელზე, ანუ ეს დაცვითი ტაქტიკაა. რაც შეეხება 4–4–2 ეს არის ალბათ ყველაზე უძველესი და ყველაზე ადვილად წყობადი ტაქტიკა არამარტო ევროპაში არამედ მსოფლიოში. ეს წყობა არც ძალიან შეტევაზეა ორიენტირებული და არც დაცვაზე. საშუალო ტაქტიკათა ჯგუფს მიეკუთვნება,  რომელსაც უმეტესობა გუნდებისა იყენებს.

მოდით კვლავ მივუბრუნდეთ 4–3–3. ბევრჯერ გინახავთ გუნდი, რომელსაც ეს საკმაოდ თამამი ტაქტიკა ამოურჩევია და უთამაშია. მაგრამ ვერცერთი გუნდის ეს ტაქტიკა ვერ არის ისეთი ლამაზად შესრულებადი და სარგებლიანი, როგორიც “ბარსელონასი”. განვიხილოთ “ინტერის” მაგალითი, ტაქტიკურად ჟოზე მოურინიოს ხელში გუნდი 4–3–3 ტაქტიკას თამაშობდა, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებოდით “ბარსელონასთან თამაშში ეს ტაქტიკა 9–0–1 – დ გადაიქცა. შემტევი გარემარბები, რომლებიც წესით შეტევებს უნდა იწყებდნენ პირიქით შეტევებს შლიდნენ (ეტო’ო ს მაგალითი). “ბარსელონასთან” მიმართებაში ეს სულ სხვაგვარადაა, გუნდს არასდროს უხდება ჩაშალოს შეტევა, რადგანაც მოწინააღმდეგეს თითქმის არ ანახებს ბურთს.

“ბარსელონას” ვერასდროს დავინახავთ კონტრშეტევაზე წასულს, რადგანაც არასდროს არის ისეთი შემთხვევა (გამონაკლისები რათმაუნდა ხდება) როდესაც “ბარსელონა” მთელი გუნდით იცავს თავს.

4–3–3 დაცვა და თავდასხმა (განადგურება)

1. კლასიკური – სტილი რომლითაც თამაშობს “ბარსელონა”. განაპირა მცველებს შექმნილი აქვთ სივრცე, გარემარბები ცენტრში იწევენ და გამოდის წყობა 2–1–2–5. ანუ დაცვაში რჩება ორი ცენტრალური მცველი, რათმაუნდა ერთი ჩამშლელი ფეხბურთელი მათ წინ ორი პლეიმეიკერი (ჩავი ინიესტას სახით) და შემდეგ 2 განაპირა მცველი და ფიქტიური 3 თავდამსხმელი.

2. ყველას გონია, რომ ამ ტაქტიკით მოთამაშე ყველა გუნდი შეტევითი პოტენციალისაა, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის. იგივე “ინტერის” მაგალითი. მართალია გუნდი შეტევითია, ბევრ გოლსაც იტანს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ეს ტაქტიკა სრულიად ირღვევა და გარდაიქმნება დაცვით სტილში.

ტაქტიკას 4–3–3 აქვს ძლიან დიდი პლიუსი. სამი ნახევარმცველი ანაწილებს ბურთს, ამ დროს კი მეტოქის საჯარიმოში ნამდვილი თავდასხმა ხდება, 5 ფეხბურთელი (მცველების ჩათვლით) ერთდროულად უტევს. ასე საუბარი ამ მართლაც  შესანიშნავ ტაქტიკაზე ძალიან ადვილია, მაგრამ შესასრულებლად ურთულესი. თუნდაც იმიტომ, რომ ამ მომგებიან ტაქტიკას ძალიან ცოტა გუნდი თამაშობს, ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ უბრალოდ არ შესწევთ ძალა ამ ტაქტიკით ითამაშონ.

4–3–3 ტაქტიკით თამაშის დროს ადვილია გადაწყობა ამ სქემის (“ბარსელონასთვის” ყოველშემთხვევაში), შესაძლოა ორი გამთამაშებლის ნაცვლად დადგეს ერთი ხოლო ის მეორე დაეხმაროს ჩამშლელ ფეხბურთელს, ანუ ერთგვარად გადაწყობა ტაქტიკაზე 4–2–1–3.

ავიღოთ უახლოესი კლასიკო, რომელიც “ბერნაბეუზე” შედგა, მაშინ გვარდიოლამ კეიტა და ბუსკეტსი შეაწყვილა, რითაც თავიდან აიცილა  მადრიდის “რეალის” ნახევარდაცვის ძალიან კარგი გამჭოლი პასები. რაიკაარდმა “ბარსელონაში” კიდევ ერთი კარგი ტრადიცია დანერგა, მან ერთგვარი გადასაწყობი სქემა შეურჩია გუნდს. საჭიროების შემთხვევაში პლეიმეიკერი ხდებოდა სუფთა თავდამსხმელების უკან მდგომი და “გაჭირვების შემთხვევაში” თავდამსხმელიც. პირველად ეს ედგარდ დევიდსმა გაააკეთა, შემდეგ კი პორტუგალიელმა დეკუმ. ეს ტაქტიკა საკმაოდ სარისკოა, რადგანაც გამოდის, რომ გუნდი უკვე 4 ფორვარდით უტევს რაც შესაძლოა გუნდისთვის დამღუპველიც აღმოჩნდეს. ამ გადაწყობას გვარდიოლას ეპოქაში ჯერ–ჯერობით ადგილი არ ჰქონია.

როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, 4–3–3 ტაქტიკა შეტევის შემთხვევაში გარდაიქმნება ისეთ ტაქტიკათ, რომ დაცვაში მხოლოდ და მხოლოდ ორი მცველი რჩება და მოტიტვლებული არის ფლანგები. ამ შემთხვევაში იძულებულნი (ვალდებულნი) არიან გარემარბები შეავსონ თავისუფალი ადგილი (არა ისე, რომ დაცვაში ჩამოიწიონ, უბრალოდ 4–5 მეტრით უკან დადგნენ მცველთან). ეს გადაწყობა ყოველთვის არ არის აუცილებელი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება მასიური შეტევა.

განაპირა მცველებს ევალებათ გაიტანონ თავიანთი ფლანგები შეტევის დროს, რითაც უფრო მეტი სივრცეს მისცემენ გარემარბებს, არ არის აუცილებელი თუკი შეტევამ ცენტრში გადაინაცვლა, რომ ისინი კვლავ ბოლომდე მიჰყვნენ შეტევას, უნდა დაბრუნდნენ უკან  და კვლავ აკონტროლონ თავიანთი ფლანგი.

აი ასეთი არის “ბარსელონას” მიერ ბრწყინვალედ შესრულებული ტაქტიკა 4–3–3.

წყარო: sports.ru

barcamania.com – ის ბლოგი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward