ვალდესი "მონაკოში" სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის

ვალდესი "მონაკოში" სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის

"ბარსელონას" ესპანელი გოლკიპერი და "ატლეტიკოს" კოლუმბიელი თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო "მონაკოში" სამედიცინო შემოწმებას 28 მაისს გაივლიან. როგორც იცით ვალდესმა უკვე საკმაოდ დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებდა, რითაც ფრანგებმა ისარგებლეს და მალევე სცადეს ესპანელის საკუთარ რიგებში გადაბირება, რაც საბოლოოდ გამოუვიდათ კიდეც.

არაოფიციალური ინფორმაციით, ვალდესი და ფალკაო სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლიან, რის შემდეგაც უკვე გააფორმებენ "მონაკოსთან" კონტრაქტს და ოფიციალურად გახდებიან ფრანგული კლუბის ფეხბურთელები.

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.