ანრისა და აბიდალის ნაადრევი არდადეგები

ანრისა და აბიდალის ნაადრევი არდადეგები

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩენის შედეგად "ბარსელონას" ორმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ და ერიკ აბიდალმა არდადეგები ნაადრევად დაიწყეს. ორივე ეს ფეხბურთელი (თუ ანრი "ბარსელონაში" დარჩა) კატალონიურ კლუბს 19 ივლისს შეუერთდება.

ნაადრევი დასვენებით ფრანგი ფეხბურთელები მაინცდამაინც გახარებულნი არ უნდა იყვნენ, რადგან მათი შვებულებაში ასე ადრე გასვლა გამოწვეულია მათივე ნაკრების სამუნდიალო კრახით. როგორც მოგეხსენებათ, ნაკრების ფეხბურთლებსა და ხელმძღვანელობას შორის არსებული სერიოზული კონფლიქტის გამო, "მამლებმა", სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ჩემპიონატზე, სამარცხვინო შედეგი აჩვენეს და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.

ტიერი ანრიმ ჯგუფის 3 თამაშიდან ორში მიიღო მონაწილეობა. "ბარსელონას" მე-14 ნომერი ორივე შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა. პირველად ეს მოხდა ურუგვაისთან მატჩში, რომელიც უგოლოდ დასრულდა. მეორედ ანრიმ სამხრეთ აფრიკასთან ითამაშა. ის მატჩი ტურნირის მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. ტიერი ანრიმ ვერ შესძლო გაემეორებინა 1998 ან 2006 წლის მუნდიალების შედეგები. პირველ ჯერზე იგი ჩემპიონი გახდა, მეორედ კი ვიცე-ჩემპიონი. სამაგიეროდ, მისმა საფრანგეთმა გაიმეორა 2002 წლის შედეგი, დაიკავა რა ჯგუფში ბოლო ადგილი ოდენ 1 ქულით.

რაც შეეხება აბიდალს, მანაც ორჯერ ითამაშა და ორივეჯერ ძირითადში. "ბარსელონას" მარცხენა მცველი სამხრეთ აფრიკასთანაც ითამაშებდა, თავად რომ არ განეცხადებინა მოედანზე გასვლაზე უარი.

 

აქვე გთავაზობთ მსოფლიო ჩემპიონატის განვივლ თამაშებში ანრისა და აბიდალის სტატისტიკურ მონაცემებს:

  ანრი აბიდალი
თამაში 2 2
ძირითადი 0 0
წუთი 53 180
ყვითელი 0 1
დაჯარიმდა 1 3
დაჯარიმდნენ 2 3
გოლი 0 0
ზუსტი დარტყმა 4 0
პასი 19 114
წყარო: fcbarcelona.cat

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.