"ბარსელონას" ფეხბურთელები მილიონ ევროს მიიღებენ თუ...

"ბარსელონას" ფეხბურთელები მილიონ ევროს მიიღებენ თუ...

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი კლუბის თითოეულ ფეხბურთელს პრემიალურ ანაზღაურებას დაჰპირდა იმ შემთხვევაში თუ კლუბი პრიმერა დივიზიონში 100 ქულას მოუყრის თავს. პრემია კი მილიონი ევროს სახით ბონუსს შეადგენს. 

ამ შედეგის მისაღწევად მხოლოდ ერთი თამაშის მოგება არის საჭირო "კამპ ნოუზე". კატალონიის "ბარსელონამ" აუცილებლად უნდა სძლიოს "მალაგას" ლა ლიგის უკანასკნელ ტურში. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელებმა უკვე მიიღეს ბონუსის სახით 20 მილიონი, როცა ესპანეთის ჩემპიონატი მოიგეს.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.