რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ალექსანდრ მოსტოვოიმ, საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარა იმაზე, თუ ვინ უნდა მოიგოს “ოქროს ბურთი”.
“ჩემი აზრით, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია. მან უკვე იმდენჯერ მოიგო “ოქროს ბურთი”, რომ ცუდი არაფერი დაშავდება, თუ ამ ჯილდოს კიდევ ერთი სხვა გამარჯვებული ეყოლება. მიმაჩნია, რომ გასული წლის მიხედვით ეს პრიზი რონალდუმ უნდა მიიღოს”.
“ბევრი ადამიანი “ოქროს ბურთის” მფლობელად ფრანკრ რიბერის მოიაზრებს, რადგან მისი კლუბი, მიუნხენის “ბაიერნი”, წლის მთავარი ტრიუმფატორი იყო. მან მოიგო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, გერმანიის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი”.
“თუმცა, მე მიმაჩნია, რომ “ოქროს ბურთი” – ეს ინდივიდუალური ჯილდოა და არა გუნდური, ინდივიდუალურ დონეზე კი რიბერი ნაკლებად კონკურენტიანია”.
“ასე რომ, ამ სეზონში, ეს პრიზი რონალდუზე მეტად არავინ დაიმსახურა, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში, ჩემი აზრით, მესია”, – განაცხადა მოსტოვოიმ.
შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილოდვების ცერემონიალი გაიმართება 13 იანვარს, ციურიხში. ჯილდოს პრეტენდენტები არიან ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ფრანკ რიბერი.