კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ, შესაძლოა, გუნდის არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი, ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩში “ატლეტიკოს” წინააღმდეგ, ძირითად შემადგენლობაში არ დააყენოს.
51 წლის სპეციალისტს არ სურს გარისკოს ფეხბურთელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომელმაც მხოლოდ ახლახანს მოიშუშა ტრავმა. ამიტომ, მწვრთნელმა, შესაძლოა, არგენტინელი ვარსკვლავი სათადარიგო სკამზე დატოვოს, იტყობინება Sport.es.
შეგახსენებთ, რომ მესიმ, ესპანეთის თასის ბოლო მატჩში “ხეტაფეს” (4:0) წინააღმდეგ, მოედანზე 27 წუთი გაატარა და გაიტანა 2 გოლი.