ხვალიდენლმა დღემ შესაძლოა ლა ლიგაში ძალიან ბევრი რამ გადაწყვიტოს. ხვალ თბილისის დროით 23 საათზე “სანჩეს პისხუანზე” “სევილია” ბარსელონას” უმასპინძლებს. კატალონიური კლუბსათვის ეს მატჩი ფაქტობრივად გადამწყვეტია. თუ მათ შეძლეს გამარჯვება, ჩემპიონობა თითქმის “ჯიბეში ექნებათ”, ხოლო თუ 3 ქულის მოპოვება ვერ შეძლეს დიდი შანსია გამოემშვიდობონ ლა ლიგის ტიტულს. ამას გუნდი ძალიან კარგად აცნობიერებს, აცნობიერებს ასევე გუნდის თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა და მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ მის გუნდს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება მართებს.
“ხვალ მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად გავალთ. ამიტომაც ჩვენს ჩვეულ სტილს არ ვუღალატებთ და შევუტევთ. “სევილია” ძალიან ძლიერი და კარგი გუნდია. “სევილია” სახლში ძალიან ძლიერი მეტოქეა, ასევე ეს გუნდი სტაბილურად გამოიყურება. მათ ძალიან კარგი თავკაცი და კარგი ფეხბურთელები ყავთ, რომელთაც შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა. ჩვენს გუნდში კარგი ატმოსფეროა, ისინი ხვალ ყველაფერს გააკეთებენ 3 ქულის მოსაპოვებლად. ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. ჩემპიონობისათვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გრძელდება, ამიტომაც მაქსიმალურად კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ ხვალინდელ თამაშზე”.
ხვალ შესაძლოა მოედანზე ერიკ აბიდალი ვიხილოთ. მისი თამაში – არ თამაშის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა, დიდი შანსია ფრანგი მცველი მოედანზე ვიხილოთ “სანჩეს პისხუანზე. “თუკი ერიკი თამაშს შეძლებს ეს ძალიან კარგი იქნება”.
დასასრულს გვარდიოლამ კვლავ განაცხადა, რომ ლეო მესი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. “მესი ჩემს განკარგულებაშია 20 თვე. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, ამ ხნის განმავლობაში არგენტინელი ძალზე სტაბილურია და გუნდისთვის უცვლელი ფიგურაა. იგი ჯერ 22 წლისაა და უკვე “ბასელონას” საუკეთესო გოლეადორთა სიაში მოხვდა. ლეო საოცარი ფეხბურთელია”.
წყარო: fcbarcelona.cat