ყოფილმა მწვრთნელმა და მეკარემ, აბელ რესინომ “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის გასამართ მატჩზე ისაუბრა.
“კურტუა ძალიან კარგი მეკარეა. ის ვალდესს მაგონებს. კურტუა არის იმ დონის, რომ “ბარსელონაში” ითამაშოს. იგი არის ახალგაზრდა, ნიჭიერი მეკარე, რომელზეც არცერთი გუნდი არ იტყოდა უარს.”
“შაბათს დიდი დუელი იქნება ვალდესსა და კურტუას შორის. ისინი, ორივე დიდებული მეკარეები არიან. უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ. მეკარეების დუელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, კურტუა დიდებული ვარიანტია “ბარსასთვის”. ის კარგად იცნობს ლა ლიგას, იცის ესპანური და აქვს ყველაფერი, რათა ასეთ გუნდში ითამაშოს.”
“უფრო ამაღელვებელია, როდესაც ტიტულისთვის იბრძვიან “ატლეტიკო”, “ბარსა” და “რეალი”. ადრე ჩემპიონები მხოლოდ “ბარსა” და “რეალი” ხდებოდნენ.”-განაცხადა რესინომ.