workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინო: „მესის კარიერა ფილმის სცენარს ჰგავს“

მარტინო: „მესის კარიერა ფილმის სცენარს ჰგავს“

“ხეტაფესთან” ესპანეთის თასზე 4:0 მოგების შემდეგ, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ რამდენიმე დეტალზე გაამახვილა ყურადღება. არგენტინელ სპეციალისტს, ბუნებრივია, ლიონელ მესიზე საუბარიც მოუხდა.

“მესის კარიერა ფილმის სცენარს ჰგაქვს. მან 3 წუთში 2 გოლის გატანა მოახერხა.”

მწვრთნელის აზრით, თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი იყო: “სესკი საუკეთესო იყო.”

“ჩემმა გუნდმა ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა. მოწინააღმდეგე, პერიოდულად, წინააღმდეგობას გვიწევდა და მან გოლიც დაიმსახურა.

 ჩვენ ვთამაშობდით გამართულ ფეხბურთს, რომელიც ბურთის სწრაფად მოძრაობაზე იყო დაფუძნებული. მეტოქეს ორგანიზებულად მოქმედების საშუალებას არ ვაძლევდით. თამაშს ვაკონტროლებდით და ამის მიზეზი ისაა, რომ სეზონის განმავლობაში საუკეთესო ფორმაში ვართ.”

“ატლეტიკოსთან” მატჩისთვის შემადგენლობის შერჩევა ძალიან გამიჭრდება. ჩემი გადაწყვეტილება ერთი ან ორი ფეხბურთელის მიმართ უსამართლო იქნება.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward